სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 34
511
19
272829 

2019-05-18 - ეროვნული სამოსის დღე სენაკში

ეროვნული სამოსის დღე სენაკში კოსტუმირებული მსვლელობით დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ნაციონალურ, ქართულ სამოსში გამოწყობილმა, ჩვენს ქალაქში მოქმედმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა - ,,კუჩხიბედინერი“, ,,კოლხი“, ,,ოცნება“, ,,ლილე“, ,,ეგრისი“, ,,მეკვლე“, ,,მართვე“, მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სექტორის აღსაზრდელებმა, მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა. კოსტუმირებული აღლუმის დასრულების შემდეგ, მონაწილენი ქალაქის ცენტრალური მოედნისკენ გაემართნენ, სადაც ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და ,,კოლხური ტრიოს“ მონაწილეობით საზეიმო კონცერტი გაიმართა. ეროვნული სამოსის დღე სენაკში მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებულმა საღამომ დაასრულა. სამხატვრო გალერეის საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამოსი, ისტორიის გაცოცხლება ქორეოგრაფიული შტრიხებით, ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა - კიდევ ერთხელ იყო შეხსენება იმისა, თუ ,,ვისი გორისანი ვართ’’ და როგორი თავდადება გვმართებს ჩვენი ტრადიციების, სულიერი და ეროვნული ღირებულებების დასაცავად. ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს საქართველოს პარლამენტის წევრი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. ↪️დღესასწაულმა, რომელიც საქართველოში უკვე მეოთხე წელია აღინიშნება, წელს განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა. ის საქართველოს 30-ზე მეტ ქალაქში გაიმართა, მათ შორის, ეს დღე სენაკში სანახაობრივად საინტერესოდ ჩატარდა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31