სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 34
511
19232425
262728293031 

2019-05-12 - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღე

12 მაისი ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის დღეა.

დღეს პირველად ვდღესასწაულობთ საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეს.

დღეს, ასევე, საქართველოს განმანათლებლის, წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანება აღინიშნება.

დღევანდელ დღეს, დედაქალაქში, მახათას მთაზე, საზეიმოდ იკურთხება ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი, რომელსაც მთელი საქართველო აშენებდა და რომელიც, სამომავლოდ, სულიერების დიდ ცენტრად და საგანმანათლებლო კერად ჩამოყალიბდება.

გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულებს. ღვთისმშობელმა გაამთლიანოს, დალოცოს და დაიფაროს ჩვენი ქვეყანა და თითოეული თქვენგანი.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი

Facebook

2019-05-12 - საქართველოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღე სენაკში

საქართველოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეს მიეძღვნა სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის (დირექტორი ვეფხვია ვეფხვაძე) ორგანიზებით, სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის დიდ საკონცეტრო დარბაზში გამართული ღონისძიება, რომელსაც დეკანოზი იოანე კუპრეიშვილი, სასულიერო პირები, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგნელები ესწრებოდნენ. ეკრანზე გაცოცხლებული ქართული ეკლესიის ისტორიის, ჩვენი უახლესი პერიოდის სულიერი აღმშენებლობის ქრონიკები, საუბრები დედა ღვთისმშობილის განუზომელ სიწმინდესა და ღვაწლზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის ისტორია და მადლმოსილება, ეპიზოდები ათონის მთაზე მოღვაწე დიდი ქართველი მამების ცხოვრებიდან, ჩვენი და სრულიად საქრისტიანოს მფარველი წმინდანის, ღირსი მამის - ალექსი შუშანიას მოღვაწეობა, მახათას მთაზე, სრულიად საქართველოს მიერ აგებული ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მნიშვნელობისა და ერის სულიერი ფასეულებების წარმოჩენა, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის პედაგოგების მიერ შესრულებული საგალობლები, ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიისა და ხელოვნების ცენტრის მოსწავლეთა მიერ გაცოცხლებული ამონარიდები ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან - ერთმანეთს ენაცვლებოდა ამ მადლმოსილ დღეს და ამაღლებულ განწყობილებას ქმნიდა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31