სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 34
511
19
272829 

2019-05-10 - შეხვედრა ახალგაზრდული თეატრის დასთან

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრთან არსებული ახალგაზრდული თეატრის ,,ფიროსმანი“ რეჟისორს ვეფხვია გორგოძეს და ნორჩ თეატრალებს შეხვდა. ახალგაზრდული თეატრი ,,ფიროსმანი“, რომელიც არსებობის 5 წელს ითვლის, ქ. თბილისში გამართულ საქართველოს სტუდენტური და საყმაწვილო თეატრების რესპუბლიკურ ფესტივალზე ,,STRANGE BIRD” ჯემალ მონიავას პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლით ,,ჯვარცმული ბედნიერება“ წარდგა. ახალგაზრდული თეატრის დასს წილად პირველი ადგილი ხვდა და თურქეთში, სტუდენტური და საყმაწვილო საერთაშორისო ფესტივალის მოწვევა მიიღო, სადაც 11 მაისს გაემგზავრებიან. მუნიციპალიტეტის მერმა თეატრალებს გამარჯვება მიულოცა და ამცნო, რომ მუნიციპალიტეტის მერია მათ ტურნეს სრულად დააფინანსებს, რაც სენაკის სინამდვილეში, პირველი, უპრეცედენტო მოვლენაა. დედაქალაქში გამართულ სტუდენტური და საყმაწვილო თეატრების რესპუბლიკურ ფესტივალზე მონაწილეობა 27-მა თეატრალურმა დასმა მიიღო. დინამიურმა და ემოციურმა სპექტაკლმა, რომელიც აფხაზეთის ომის თემაზეა შექმნილი და ომის სისასტიკის ფონზე განვითარებული აფხაზი გოგონასა და ქართველი ბიჭის სიყვარულის ამბავზე მოგვითხრობს, ფესტივალის ჟიურის და მაყურებლის მაღალი შეფასება დაიმსახურა. ახალგაზრდული თეატრის დასთან შეხვედრას მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი,შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს უფროსი ლევან მიშველია, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორი ლევან უჩანეიშვილი და ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მუნიციპალიტეტის მერმა მოადგილეებთან ერთად ახალგაზრდული თეატრის დასს სიგელები გადასცა. ლევან კუპრეიშვილმა მათ საერთაშორისო ფესტივალზე წარმატებები უსურვა და სამომავლოდ ყოველგვარი მხარდაჭერა აღუთქვა.

Facebook

2019-05-10 - ხელოვნების დღესასწაული სენაკში იწყება

სენაკის არტ-ფესტივალი ვალერიან შიუკაშვილთან ერთად 16 მაისს, 18 საათზე საზეიომოდ გაიხსნება.

#სენაკიარტფესტივალი2019
#არტფესტივალისენაკში
#არტფესტივალივალერიანშიუკაშვილთანერთად

Facebook

2019-05-10 - სენაკელი მოზარდები ალექსანდრე მოწერელიამ მოინახულა

სახელმწიფო რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ალექსანდრე მოწერელიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სენაკის ბავშვთა საავადმყოფოში, მეორე საჯარო სკოლიდან ინტოქსიკაციით გადაყვანილი მოზარდები მოინახულა. დილიდანვე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ და შემდეგ, საავადმყოფოში დროულად გადაყვანილი მოსწავლეები მოინახულეს საქართველოს პარლამენტის წევრმა, სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დარეჯან ზარანდიამ. ,,ბავშვთა საავადმყოფოში 24-მდე მოზარდი ინტოქსიკაციის ნიშნებით იქნა შემოყვანილი. მათგან, ამ ეტაპზე, აქ მხოლოდ ერთი მოზარდი რჩება. ბავშვების შემოყვანისთანავე, ზუგდიდან ექიმ-ტოქსიკოლოგი ოპერატიულად იქნა გამოძახებული. პაციენტებს ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაუტარდათ“ - აღნიშნა შპს ,,სენაკის ბავშვთა საავადმყოფოს“ მთავარმა ექიმმა ლუარა დგებუაძემ. ამ დროისთვის, ბავშვთა საავადმყოფოში მყოფი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და დაკვირვების ქვეშ იმყოფება, სხვა პაციენტებმა საავადმყოფო უკვე დატოვეს. თუ რა გახდა ბავშვების მოწამვლის მიზეზი, დაუდგენელია. ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია.

Facebook

2019-05-10 - ვორქშოპი საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ორგანიზებით

დღეს, სასტუმრო ,,ვერსალში’’, პროექტ ,,ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი თვითმმართველობისათვის’’ ფარგლებში, ეფექტური კოლაბორაციის, ურთიერთთანამშრომლობის ხელშემწყობი და ხელშემშლელი ფაქტორების, მათი დაძლევის გზების და სოციალური ადვოკატირების უნარების განვითარებასთან დაკავშირებით, ვორქშოპი გაიმართა. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის (GASW) მიერ ორგანიზებულ სესიას, რომელსაც პროექტის კოორდინატორი ცაბუნია ვართაგავა უძღვებოდა, ასოციაციის წევრები, სენაკისა და აბაშის მუნიციპალიტეტების მერიების შესაბამისი სამსახურების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ვორქშოპი დისკუსიის, სპეციფიური სავარჯიშოების შესრულების, ურთიერთთანამშრომლობის წარმატებული ნიმუშების პრეზენტაციის, გამოცდილების ურთიერთგაზიარების რეჟიმში წარიმართა, რომლის შემდეგაც მუშაობის შედეგები შეჯამდა. სესიის მიზანი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფური მუშაობა, სოციალური პრობლემების გამოკვეთა და მათი ერთობლივი მოგვარების გზების დასახვა იყო.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31