სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 34
511
19
272829 

2019-05-08 - პროექტი „ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით“ ციხე-გოჯში

სენაკში არასამთავრობო ორგანიზაციის People in Need პროექტი „ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით“, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ფილმის ჩვენებითა და გალა-კონცერტით დასრულდა. ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში გამართულ ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან, მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილთან, People In Need პროექტის კოორდინატორ ანა ქოჩუასთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. პროექტის ფარგლებში, 2018 წლის 26 აპრილს, საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და მუნიციპალიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა. პირველ ეტაპზე, საგრანტო კონკურსის შედეგად, სამი არასამთავრობო ორგანიზაცია შეირჩა. მეორე საგრანტო სქემა განისაზღვრა უშუალოდ ახალგაზრდებისთვის - ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ინიციატივების დაგეგმვისა და განხორციელების კუთხით. ასევე, კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ახალგაზრდებს დოკუმენტური ფილმებით ადამიანის უფლებების სწავლების მეთოდოლოგიაში ტრენინგები ჩაუტარდათ. სენაკის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროექტი მერიის მხარდაჭერითა და მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა, რომლის ფარგლებში ცენტრმა სენაკის მესამე, ლეძაძემეს, ნოქალაქევის, ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის მოსწავლეთათვის რეჟისორ ანუნა ბუკიას დოკუმენტური ფილმის ,,მე გადავცურავ ენგურს“ ჩვენება-დისკურსია გამართა და მასში 200 მოზარდი ჩართო. People in Need პროექტი, რომლის მიზანია ადამიანის უფლებების დაცვასა და ხელშეწყობაში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, TRANSITION პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის პარტნიორობით ხორციელდება და 2019 წლის დეკემბერში დასრულდება.

Facebook

2019-05-08 - კვლევა - პროექტის შედეგების პრეზენტაცია

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბ-ასოციაცია „ათინათის“ წარმომადგენლებმა კვლევა-პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, პრეზენტაცია გამართეს. კვლევის შედეგების პრეზენტაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. აღნიშნული კვლევები, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციების, ევროინტეგრაციისა და ბიზნესკომპანიების მიმართ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებს მოიცავდა, 2017-2018 წლებში, CRRC საქართველომ ჩაატარა. პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების (CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრებთან (EDEC) თანამშრომლობით, კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ ხორციელდება.

Facebook

2019-05-08 - მერის შეხვედრა მოქალაქეებთან

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა მოადგილესთან კახაბერ კუპრეიშვილთან ერთად მოქალაქეთა მიღება გამართა. ის გაეცნო ადგილობრივ მკვიდრთა სხვადასხვა სახის საჭირბოროტო პრობლემებს და მათი მოგვარების შესაძლებლობები ადგილზევე განიხილა. მოქალაქეებთან მერის შეხვედრა რეგულარულ ხასიათს ატარებს და მიზნად მოსახლეობის ყოფითი, სოციალური, ეკონომიკური, ჯანმრთელობისა და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტას ისახავს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31