სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 34
511
19232425
262728293031 

2019-05-02 - ,,…ბევრად მეტი, ვიდრე მხოლოდ ხელოვნება…”

,,…ბევრად მეტი, ვიდრე მხოლოდ ხელოვნება…” - ასე შეაფასა მსმენელმა დღეს, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართული საღამო მსოფლიოში აღიარებული გორის ქალთა კამერული გუნდის მონაწილეობით. ლექცია-კონცერტის დაწყებამდე, კამერული გუნდის წევრებმა, სამხატვრო ხელმძღვანელმა თეონა ცირამუამ, ქართული საოპერო ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ, სენაკის საპატიო მოქალაქემ ანზორ შომახიამ, მერის პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან, ხელოვნების ცენტრის დირექტორ ვეფხვია ვეფხვაძესთან, ადგილობრივი ხელისუფლებისა და აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის წარმომადგენლებთან ერთად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - დრამატულ თეატრში მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს. შემდეგ, ქალაქის საპატიო სტუმრებს ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლამ უმასპინძლა. არტისტიზმით, მაღალი საშემსრულებლო მანერით, მისეული ხედვით გამორჩეულმა კამერულმა გუნდმა, რომელსაც 6 წელია სათავეში უნიჭიერესი მუსიკოსი და დირიჟორი თეონა ცირამუა უდგას, ლექცია-კონცერტი გამართა. მსმენელს გორის ქალთა კამერული გუნდის მიღწევებსა და მსოფლიო აღიარებაზე ქართული საოპერო ხელოვნების მოღვაწე, კამერული გუნდის კონსულტანტი ანზორ შომახია ესაუბრა. კამერული გუნდის მიერ შესრულებულმა კლასიკურმა შედევრებმა, ფოლკლორის ნიმუშებმა, სხვადასხვა ქვეყნების მრავალფეროვანი სტილისა და მიმდინარეობის მუსიკამ მაყურებელი აღფრთოვანა. სენაკელთათვის დაუვიწყარი საღამო ექსპრომტად შესრულებული მეგრული სიმღერით დასრულდა, რომლსაც აკომპანირებას ხელოვნების ცენტრის პედაგოგი ლალი გოგია უწევდა. გორის ქალთა კამერული გუნდი წარმატებული მოღვაწეობის 49 წელს ითვლის. თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის მქონე კამერული გუნდის შექმნა საქართველოს სახალხო არტისტის, რუსთაველისა და ზაქარია ფალიაშვილის პრემიების ლაურეატის, შალვა მოსიძის სახელთანაა დაკავშირებული.

Facebook

2019-05-02 - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები გრძელდება

მავნებლის წინააღმდეგ გასატარებელი მექანიკური მეთოდების გაცნობის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი მოსახლეობას შეხვდნენ. მათ მოსახლეობას „მოიზიდე და გაანადგურე“ საშუალებების მექანიკური მეთოდები გააცნეს და დაგეგმილ ღონისძიებებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე ადგილობრივ მცხოვრებლებს განემარტათ ფაროსანას მოზამთრე ფაზის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების აუცილებლობა, რათა ტემპერატურის კლებასთან ერთად მინიმუმამდე შემცირდეს მავნებლის რაოდენობა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მავნებლის პრევენციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მოსახლეობის ჩართულობას მასშტაბური ხასიათი უნდა მიეცეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, სწავლების მიზნით, საკარმიდამო ტერიტორიებზე ფერომონიანი თეთრი ნაჭრები დაამონტაჟეს, რომლის მეშვეობით ხდება მავნებლის მოზიდვა და შემდეგ, პრეპარატის შესხურებით - განადგურება. ამ დროისთვის, დასავლეთ საქართველოში, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების მონტაჟი აქტიურად მიმდინარეობს. წამლობის დაწყებამდე სპეციალური ჯგუფები ინტენსიურ  მონიტორინგს ახორციელებენ და მავნებლის გავრცელების არეალს სწავლობენ.

Facebook

2019-05-02 - შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის ექსპერტებს - შორენა ხუბუნაიას, ქეთევან გელაშვილს, ნინო ამირანაშვილს, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორს ლონდა მინდიაშვილს, შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების განვითარების სამსახურის უფროსს მანანა სამუშიას, ამავე უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის კოორდინატორს ქეთევან ლომაიას და პროფესიული პროგრამების ხარისხის სენაკის განყოფილების უფროსს მანანა ჭანტურიას შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების - ,,საფინანსო სერვისები’’ და ,,საოფისე საქმე’’ - ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმება და ამ კუთხით მუნიციპალიტეტის მერიაში სტუდენტებისთვის პრაქტიკის გავლაა, რის საფუძველზე, მერიასა და პროფესიულ კოლეჯს შორის მემორანდუმია გაფორმებული. სტუდენტების სასწავლო პრაქტიკებს მუნიციპალიტეტის მერიაში, განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის წარმომადგენელი ირმა კუპრეიშვილი უხელმძღვანელებს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31