სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 23
20
2627
29 

2019-04-30 - 30 აპრილს საქართველოში ბიბლიოთეკარების დღე აღინიშნება

30 აპრილს საქართველოში ბიბლიოთეკარების დღე აღინიშნება.

სენაკის მუნიციპალიტეტში მოღვაწე ყველა ბიბლიოთეკარს, გამორჩეულად - ღვაწლმოსილ ბიბლიოთეკარებს, პროფესიულ დღესასწაულს ვულოცავ.

დასაფასებელია თქვენი ღვაწლი ჩვენი მუნიციპალიტეტის წიგნიერი თაობების ჩამოყალიბებისა და მათი სრულფასოვანი განვითარების პროცესში.

მადლობა თითოეულ თქვენგანს გაწეული დაუღალავი შრომისთვის.

ძვირფასო ბიბლიოთეკარებო, დღეგრძელობას, პროფესიულ წინსვლასა და წარმატებებს გისურვებთ.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი

Facebook

2019-04-30 - მორიგი სამუშაო შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერიაში

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში თათბირი ჩატარდა. ტრადიციულ თათბირს, რომელსაც მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მერიის სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და მუნიციპალური ა(ა).ი.პ-ებისა და შ.პ.ს.-ების დირექტორები ესწრებოდნენ, სენაკის მუნიციპალიტეტი მერი ლევან კუპრეიშვილი უძღვებოდა. მუნიციპალიტეტის მერმა დამსწრეთ მერიის აუდიტის სამსახურის უფროსი გიორგი ბაღათურია წარუდინა. სამუშაო შეხვედრაზე, თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში, წლების შემდეგ მოგვარებული პრობლემის - თეკლათის სასაფლაოს შემოღობვისა და ადმინისტრაციული ცენტრის განათების, ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში - კოტიანეთი-ზემო სორტას დამაკავშირებელი გზისა და საესებუოს უბანში - სასაფლაომდე მისასვლელი გზების რებილიტაციის, გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულში - გეჯეთი-წყემის დამაკავშირებელი გზისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით, მერის წარმომადგენლებმა მოსახლეობის სახელით სენაკის მუნიციპალიტეტის მერს ლევან კუპრეიშვილს მადლობა გადაუხადეს. მუნიციპალიტეტის მერმა მოისმინა ინფორმაცია ინფრასტრუქტურული პროექტების, სტიქიის შედეგად დაზიანებულ ობიექტებზე განხორციელებული და ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების, გამოცხადებული ტენდერების, კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული აქტივობების, ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული მდგომარეობის, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დაფინანსებული პროექტების შესახებ. ,,მოსახლეობისთვის მიცემული ყველა დაპირება, შესაძლებლობის ფარგლებში, თანმიმდევრულად, შესრულდება. მინდა გაცნობოთ, რომ უახლოეს პერიოდში სენაკის სამშობიარო სახლსა და სასპორტო სკოლაში გათბობის სისტემა მოეწყობა, რაც ხელს შეუწყობს სამშობიარო სახლისა და სასპორტო სკოლის სრულფასოვან ფუნქციონირებას“ - აღნიშნა ლევან კუპრეიშვილმა. დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე დაისახა მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები, ასევე სამუშაო გეგმათა განხორციელების კონცეფციები.

Facebook

2019-04-30 - შეიარაღებული ძალების დღე სენაკში

დღეს, ქართული არმიის დაარსებიდან 28 წელი გავიდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქალაქ სენაკის I, II, III და VII საჯარო სკოლების მოსწავლეები სენაკის II ქვეითი ბრიგადის ბაზას ესტუმრნენ. სამხედრო ბაზაზე, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის ყველაზე სასურველ სტუმრებთან - სენაკელ მოსწავლეებთან ერთად, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დარეჯან ზარანდია იმყოფებოდნენ. დღეს, მომავალმა თაობამ, სამხედროებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საკონფერენციო დარბაზში, მოსწავლეებისთვის კადეტთა სკოლის სტუდენტებმა პრეზენტაცია გამართეს, რომლის შემდეგაც სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო. სენაკელი მოსწავლეები ასევე დაესწრნენ მეორე ქვეითი ბრიგადის მოკლე ისტორიის პრეზენტაციას, სადაც, ვიდეო და ფოტო-მასალების ჩვენებით, წარმოდგენილი იყო ბრიგადის საბრძოლო გზა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31