სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 23
20
2627
29 

2019-04-24 - 33 წელი ჩერნობილის ტრაგედიიდან

რადიაციული ავარიებისა და კატასტროფების მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, დღეს, მერიის სხდომათა დარბაზში, სენაკის მუნციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ლიკვიდაციაში მონაწილე სენაკელებს შეხვდნენ. 26 აპრილს ჩერნობილის ტრაგედიდან 33 წელი შესრულდება. 1986 წლის 26 აპრილი - ტრაგედია, რომელმაც მსოფლიო შეძრა და უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ეს იყო უდიდესი აფეთქება ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით. შეხვედრას, სადაც ХХ საუკუნის უმსხვილესი ტექნოგენური კატასტროფა გაიხსენეს და მის ტრაგიკულ შედეგებზე ისაუბრეს, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სოციალური ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ლიკვიდაციაში მონაწილე 13 ბენეფიციარზე ფულადი დახმარება გაიცემა.

Facebook

2019-04-24 - უფასო ოფთალმოლოგიური აქცია სენაკში

შპს ,,სენამედში“ მოსახლეობის უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები ამ წუთებშიც გრძელდება. დღეს, თვალის დაავადებების ქირურგიული მკურნალობის საჭიროების მქონე 65 პაციენტს ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ ,,მზერას“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, მედიცინის დოქტორმა, ცნობილმა ექიმ-ოფთალმოლოგმა ალექსანდრე ჩიჩუამ ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარა. სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობას, რომელიც პერმანენტულ ხასიათს ატარებს და შპს ,,სენამედის“ (კლინიკის დამფუძნელებელი გიორგი თოლორდავა) ინიციატივითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი გაეცნენ. აქციის ფარგლებში, განხორციელდა თვალის სრული პირველადი გამოკვლევა, დაავადებების სკრინინგი და რეფრაქციის დადგენა. კონსულტაციების შემდეგ, საჭიროების შესაბამისად, პაციენტებს ლაბორატორიული და ულტრასონოსკოპიური გამოკვლევები და ოფთალმოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდათ.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31