სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 23
20
2627
29 

2019-04-23 - კამპანიას ,,აჩუქე წიგნი" დღეს სენაკის მუნიციპალიტეტი შეუერთდა

წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს, რომელიც საქართველოში მეთექვსმეტედ აღინიშნება, ჩვენი მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. ,,აჩუქე წიგნი“ - ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის გიორგი კეკელიძის და „ანაგრამის“ ინიციატივაა და 23 აპრილის წიგნის ჩუქების დღედ გამოცხადებას გულისხმობს. ამ დღესთან დაკავშირებით, სენაკის საჯარო ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ტექნიკური პროგრესისა და ინტერნეტიზაციის ეპოქაში, ეს დღე უმნიშვნელოვანესი ხაზგასმაა პრობლემისა, რომელიც თითოეული ჩვენგანის წინაშე დგას - დავაბრუნოთ მკითხველი წიგნთან. სწორედ განათლებული და წიგნიერი თაობაა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის ერთადერთი გარანტი. კამპანიას - აჩუქე წიგნი! ახალი საყოველთაო გამოწვევა საყვარელი ადამიანების გასახარებლად! - სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და ახალგაზრდებთან ერთად შეუერთდნენ. მათ, სიმბოლურად, ქუჩაში გამვლელ თანაქალაქელებს წიგნები აჩუქეს. ამ სასიამოვნო ჟესტით აქციამ, რომელიც მიზნად წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაციას ისახავს, საინტერესო და სახალისო სახე მიიღო.
#აჩუქეწიგნი
#წიგნისდღესენაკში

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31