სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 23
20
2627
29 

2019-04-22 - სენაკის მუნიციპალიტეტში 2019 წლის I კვარტალში განხორციელებული, მიმდინარე და განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ

 

ქალაქ სენაკში, ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობის სამუშაოები ჭავჭავაძის ქუჩაზე დასრულდა, აკაკი ელიავას ქუჩაზე - მიმდინარე წლის მაისის თვეში დასრულდება. შედეგად, მოსახლეობა განახლებული, კეთილმოწყობილი ტროტუარებით ისარგებლებს. სამუშაოების ღირებულებამ 233 500 ლარი შეადგინა.

ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები, რომლის ღირებულებამ 131 131 ლარი შეადგინა, ურიდიას ქუჩის N26-სა და რუსთაველის ქუჩის N251-ში დასრულდა.

ქარიშხლის შედეგად დაზიანებული სახურავების აღსადგენად, მოსახლეობისთვის გაცემულ იქნა ტალღოვანი აზბესტოცემენტის ფურცელი - ღირებულებით 83 763 ლარი.

დავით აღმაშენებლის ქუჩის ზედა მონაკვეთში მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში დასრულდება წნევის გამაძლიერებელი სატუმბო სადგურის და წყალსადენის ქსელის მოწყობის სამუშაოები.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს დასაფინანსებელი ობიექტების საპროექტო სამუშაოები, რომლის ღირებულება 738 000 ლარს შეადგენს.

ამ ეტაპზე, აქტიურად ხორციელდება და მაისის თვეში დასრულდება, მრავალბინიანი კორპუსების გარე კედლების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულება 479 000 ლარს შეადგენს.

ჭყონდიდელისა და ღვინჯილიას ქუჩებზე, ჟიული შარტავას სახელობის ცენტრალური პარკისა და მე-7 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიებზე, აქტიურად მიმდინარეობს ხელოვნურსაფარიანი სპორტული მინი მოედნების სრული რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 250 700 ლარი შეადგინა.

მალე სენაკის მუნიციპალიტეტს კეთილმოწყობილი ცენტრალური სტადიონი მოემსახურება. უახლოეს პერიოდში ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყება, რისთვისაც 150 000 ლარი დაიხარჯება.

უახლოეს პერიოდში დაიწყება სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურისათვის შენობის მშენებლობის სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ, ჩვენს მუნიციპალიტეტს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი თანამედროვე სტანდარტების შენობა შეემატება, რისთვისაც 239 000 დაიხარჯება.

მიმდინარე წელს, ქალაქად და სოფლად, უპრეცედენტო მასშტაბის სამუშაოებია დაგეგმილი, რომლის ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში ასფალტო-ბეტონის საფარი მოეწყობა 14,8კმ-ზე, ხოლო ქალაქად - 7,4 კმ-ზე. სამუშაოების ღირებულება 5,4 მილიონი ლარია.

ზანის, ეკის, ნოსირისა და ზემო ფოცხოს სამედიცინო ამბულატორიებში 104 000 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.

მუნიციპალიტეტის თერთმეტ საჯარო სკოლაში 470 000 ლარის სამუშაოები ჩატარდება, რაც სახურავების რეაბილიტაციას, წყალმომარაგებისა და ბუნებრივი აირით გათბობის სისტემის უზრუნველყოფას მოიცავს.

ასევე, მნიშვნელოვნად ფართოვდება ქალაქის გაზმომარაგების ქსელი, რომლის ფარგლებში, სამხედრო ქალაქის დასახლებაში, 2019 წლის ივნისის თვეში პირველი გაზქურა აინთება.

შხეფისა და ტყირის უბნებში საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. შესაბამისი სამუშაოები, კოტიანეთში, საკილასონიოს, საოდიშარიოსა და საბესელიოს უბნებში - 2020 წლისთვის იგეგმა.

#მეტიახალიგზა
#განახლებულიქალაქი
#ჩვენვზრუნავთუკეთესისენაკისთვის

 

 

Facebook

2019-04-22 - ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის სრული რეაბილიტაცია, რომელიც ფონდ ,,ქართუს’’ მხარდაჭერით ხორციელდება, მიმდინარე წელს დასრულდება.

ისტორიული შენობის რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდა პირველადი აღდგენითი სამუშაოები, გამოიცვალა შენობის სახურავი, მოეწყო თბოიზოლაციის და სადრენაჟე სისტემები, დამონტჟდა თანამედროვე სტანდარტების გარე და სასცენო განათებების, აკუსტიკის, გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები, დასრულდა ფუნდამენტისა და კედლების გამაგრებითი სამუშაოები, გარე ფასადისა და ინტერიერის სრული რეაბილიტაცია. რესტავრირება ჩაუტარდა უნიკალურ მხატვრობას.

არქიტექტორული, კულტურული და ისტორიული ღირებულებებით გამორჩეულ თეატრის შენობას მსგავსი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები მანამდე არ ჩატარებია.

ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაციის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი საქართველოს მთავრობის, საქართველოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და მხარდაჭერით ხორციელდება და მისი დასრულება 2022 წლისთვისაა დაგეგმილი.

სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში სრულდება ნაქალაქარის ქვედა ტერასის ინფრასტრუქტურული ნაწილის მოწესრიგების სამუშაოები. ეწყობა სავალი ბილიკები, მისასვლელი გზები და საინფორმაციო ბანერები. 2019 წლის ბოლომდე მუზეუმ-ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორია ისტორიულ-სანახაობრივი ატრაქციის ელემენტებით აღიჭურვება.

იგეგმება ახალი სამუზეუმო სივრცის მოწყობა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქიმიურ-სარესტავრაციო ლაბორატორია განთავსდება.

 

Facebook

2019-04-22 - დედამიწის საერთაშორისო დღე გარემოსდაცვითი ღონისძიებებით აღინიშნა

დღეს, დედამიწის საერთაშორისო დღე, სენაკის მუნიციპალიტეტმა გარემოსდაცვითი ღონისძიებებით აღნიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ეკო-კლუბ ,,მწვანე ერთობის“ წევრების ნახატების გამოფენა და ფილმის ჩვენება მოეწყო. ღონისძიების მონაწილეებს დაურიგდათ ფლაერები: ,,დედამიწა საფრთხეშია - გავუფრთხილდეთ მას!“ გარემოსდაცვით ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორი ლევან უჩანეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები შეუერთდნენ. დედამიწის დღის აღნიშვნა სათავეს 1970 წლიდან იღებს. საქართველოში დედამიწის დღე პირველად, 1990 წელს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ინიციატივით აღინიშნა. ამ დღეს, ყოველ წელს, მსოფლიოს ორასამდე ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე უერთდება.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31