სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 23
20
2627
29 

2019-04-19 - გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება

სენაკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებები თანმიმდევრულად სრულდება. დღეს, ლევან მეორე დადიანის ქუჩაზე, გარე განათების ლამპიონების სამონტაჟო სამუშოები დაიწყო. სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი გარე განათების ქსელის მოწყობით სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს. ✔ამ დღეებში, გარე განათების ქსელის მოწყობა დასრულდა ქალაქის შემდეგ ქუჩებში: დუტუ მეგრელის, სამეგრელოს, თეოფანე დავითაიას, ეგრისის, გაბაშვილის ქუჩებზე. აღნიშნულ ქუჩებში მსგავსი სამუშაოები დღემდე არ ჩატარებულა. მოძველებული, მწყობრიდან გამოსული ნათურები თანამედროვე, დიოდური სანათებით შეიცვალა. გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები კვლავაც აქტიურად გაგრძელდება და მთელ მუნიციპალიტეტს მოიცავს. #განათებულიქალაქი
#ჩვენვზრუნავთუკეთესისენაკისთვის

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31