სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 23
20
2627
29 

2019-04-16 - სენაკის ,,ეგრისი“ თბილისის ,,დინამოს“ ხვდება

დღეს, 16 აპრილს, მარტვილში, საქართველოს თასის 1/16 ფინალური მატჩი გაიმართება.

სენაკის ,,ეგრისი“ თბილისის ,,დინამოს“ ხვდება.

ერთად ვუგულშემატკივროთ ეგრისელებს!

Facebook

2019-04-16 - სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 17 პროგრამა ხორციელდება:

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლის იანვრიდან დღემდე, მზრუნველობამოკლებულთა კვების უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, ყოველდღიურად, 200 სოციალურად დაუცველი და მეურვეობამოკლებული მოქალაქის კვებით უზრუნველყოფა განახორციელა, რისთვისაც, სამი თვის მანძილზე, 40 765 ლარი დაიხარჯა.

სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამის ფარგლებში, 47 მრავალშვილიან ოჯახს, დედ-მამით ობლებს და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს გადაეცათ სასურსათო პაკეტი 3 560 ლარის ფარგლებში.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ ხანძრის შედეგად დაზარალებულ 6 მოქალაქეს გაუწია დახმარება, რამაც 10 000 ლარი შეადგინა.

სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსახლკარო, განსაკუთრებულად მძიმე სოციალური პირობების მქონე 15 ოჯახს, რომელთაც მუდმივი საცხოვრებელი არ გააჩნიათ, ბინის ქირით უზრუნველყოფის მიზნით, გაეწიათ დახმარება 3 000 ლარის ფარგლებში. ამავე პროგრამით, რეინტეგრირებული ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებს, ფინანსური დახმარება გაეწიათ.

ჯანმრთელობაგაუარესებული 417 მოქალაქის სამედიცინო მომსახურებაზე 109 000 ლარი დაიხარჯა.

85 ონკოლოგიურ პაციენტს სტაციონალური და ამბულატორიული მომსახურება, ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის კურსები, ასევე მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები დაუფინანსდა.

სოციალურად დაუცველ 45 მოქალაქეს, თანადაფინანსების ფარგლებში, მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები - მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია; პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია - დაუფინანსდა.

ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, 31 მოზარდს სამკურნალო-სარეაბილიტაციო მომსახურეობა გაეწია.

თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფ 23 მოქალაქეს, დიალეზის ცენტრამდე ტრანსპორტირების ყოველთვიური 130 ლარი დაუფინანსდა, რამაც პირველ კვარტალში შეადგინა 8 580 ლარი.

176 სოციალურად დაუცველ მოქალაქეს, 70 ლარის ფარგლებში, უფასო მედიკამენტური დახმარება გაეწია.

იშვიათი დაავადების მქონე შვიდმა მოზარდმა მიიღო ყოველკვარტალური დახმარება 350 ლარის ოდენობით.

47 მრავალშვილიან ოჯახს, 8200 ლარის ფარგლებში, ფინანსური დახმარება გაეწია.

დედ-მამით ობოლ 3 ბავშვზე გაიცა ყოველკვარტალური დახმარება 150 ლარის ოდენობით.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე - ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომითა და აუტიზმით დაავადებულ 38 მოზარდს, 3800 ლარის ფარგლებში, დახმარება გაეწია.

გარდაცვლილი დევნილი მოქალაქეების და ომის ვეტერანთა 22 ოჯახს, 4 550 ლარის ფარგლებში,სარიტუალო მომსახურეობა გაეწია.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ეპიდ.ზედამხედველობის, იმუნიზაციისა და პარაზიტოლოგიის კუთხით, 32953,64 ლარის მომსახურეობა 6233 ბენეფიციარმა მიიღო.

საამშენებლო მასალებით დახმარების პროგრამის ფარგლებში შექმნილმა კომისიამ შეისწავლა და დაადგინა სოციალურად დაუცველ 63 ოჯახზე, არაუმეტეს 2000 ლარის ფარგლებში გასაწევი დახმარებების ოდენობა, საამშენებლო მასალების სახეობების მიხედვით.

Facebook

2019-04-16 - სენაკის ,,ეგრისი“ ტიტულოვან თბილისის ,,დინამოს“ დაუპირისპირდა

დღეს, მარტვილის ცენტრალურ სტადიოზე, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების 1/16 ფინალური შეხვედრა გაიმართა. სენაკის ,,ეგრისი“ ტიტულოვან თბილისის ,,დინამოს“ დაუპირისპირდა. მატჩს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ რუსია, მარტვილისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების მერები - ალექსანდრე გრიგოლავა და ბესიკ ფარცვანია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრე ჩიკვაიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ. საინტერესო შეხვედრა ანგარიშით - 4:1 თბილისის ,,დინამოს“ გამარჯვებით დასრულდა.

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31