სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 23
20
2627
29 

2019-04-15 - შეხვედრა პოლონეთში მოღვაწე თანამემამულესთან

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა პირველ მოადგილე გრიგოლ ბაღათურიასთან, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილთან ერთად მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ძვალ-სახსროვანი სისტემისა და სპორტული მედიცინის უმაღლესი კატეგორიის სპეციალისტი, პოლონეთში მოღვაწე ჩვენი თანამემამულე რუსლან ჯანიძე, სენაკის საცხენოსნო კლუბის დამფუძნებელი ირაკლი ლაკია და ბიზნესმენი აკაკი ჯინორიძე მიიღო. შეხვედრაზე პოლონეთის ქალაქ სოპოტისა და სენაკის დამეგობრების და კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო ჰიპო-თერაპიის პროგრამის ფარგლებში ჩვენი თანაქალაქელების სამედიცინო დახმარების შესაძლებლობებს, რაც მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის, ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, მნიშვნელოვანი სიახლეა.

Facebook

2019-04-15 - აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის პრეზენტაცია

დღეს, სენაკში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ მავნელებთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის პრეზინტაცია გამართა, რომლის ფარგლებში, მან ამ მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებსა და მიღებულ შედეგზე ისაუბრა. ასევე, დააანონსა სამომავლო გეგმები. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვანია კომპლექსური მიდგომა. სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სტრატეგიული ხედვის შესაბამისად კვლავაც აქტიურად გაგრძელდება მასშტაბური და ქმედითი ღონისძიებები - აღნიშნა ლაშა შალამბერიძემ. სიმინდის მასივების მფლობელ ფერმერებთან გამართულ სამუშაო შეხვედრას, რომელიც დიალოგის რეჟიმში წარიმართა, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ მესხი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან თოლორდავა, სააგენტოს მობილური რეაგირების ჯგუფის ხელმძღვანელები მოგელი ჭედია და დევი სიდამონიძე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სენაკის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსლტაციო სამსახურის უფროსი გიორგი ხარგელია, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ. მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანიას - მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას; მონიტორინგს, რომელიც გულისხმობს აზიური ფაროსანას გავრცელების არეალის დადგენას, მავნებლის განვითარების ფაზების, პოპულაციის რიცხოვნობის დინამიკის და ღონისძიებების ჩატარების ვადების განსაზღვრას; აზიური ფაროსანას კონტროლის ღონისძიებებს - მავნებლის საწინააღმდეგო წამლობას; სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებს, რომელიც მიზნად ისახავს, საქართველოს პირობებში, აზიური ფაროსანას ბიოლოგიურ შესწავლას, გამოვლენას, მცენარეთა დაცვის სხვადასხვა საშუალებების ეფექტიანიობის დადგენას. ღონისძიებების განხორციელების პროცესში, რომელსაც კოორდინაციას სპეციალური სამთვრობო კომისია უწევს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ჩართული არიან შესაბამისი უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობები. ამ დროისთვის, დასავლეთ საქართველოში, აზიური ფაროსანას ღონისძიებების პირველი ეტაპი დასრულდა. მავნებლის იდენტიფიკაციას და ზუსტი არეალის დადგენის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფებმა საკარმიდამო ნაკვეთები, საცხოვრებელი და მიტოვებული შენობები ვიზუალურად დაათვალიერეს და აღწერეს. პირველი ეტაპის მონიტორინგის შედეგების გათვალისიწინებით, დასავლეთ საქართველოს იმ სოფლებში, სადაც მავნებლის დიდი კონცენტრაცია დაფიქსირდა, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები დამონტაჟდება, რომლის შედეგადაც შეწამვლითი ღონისძიებები დაიწყება. 2019 წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 45 მილიონი ლარია გამოყოფილი.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31