სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 23
20
21222324252627
282930 

2019-04-11 - ვიზიტი პროექტის ,,აქტიურ ლიდერთა თაობა'' ფარგლებში

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პროექტის ,,აქტიურ ლიდერთა თაობის" ფარგლებში, ვარშავის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წარმომადენლებს, უკრაინისა და მოლდოვის დელეგაციას მასპინძლობს, რომლის შემადგენლობაში არიან ვარშავის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის რეზიდენტული პროგრამის დირექტორი ჯეისონ უორლეჯი, ასოცირების პროგრამის ოფიცერი საბინა ნარლოქი, უკრაინის ქალაქ ჰლუხივცის მერი ალექსანდრ ამონსი, მოლდოვის ქალაქ გრებიესტის მერი ალიონა ჩირქუ, ქალაქ კრუზესტის მერი ვიოლეტა კრუდუ, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი. სტუმრებს სენაკის მუნიციპალიტის მერი ლევან კუპრეიშვილი მერის პირველ მოადგილე გრიგოლ ბაღათურიასთან და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილთან ერთად შეხვდა. პროექტის "აქტიურ ლიდერთა თაობა” ფარგლებში, ვარშავის, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს დელეგაცია ეცნობა საჯარო ჩართულობის მნიშვნელობას მერიის მუშაობის პროცესში. ვიზიტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მსვლელობას მერიის ადმინისტრაციული სამსახურის შესყიდვების განყოფილების უფროსი ხათუნა ჭანტურია უძღვებოდა. მან ისაუბრა 2010 წლის 1 დეკემბრიდან დანერგილ ნოვაციებზე, რომელთა შედეგად, სენაკის მუნიციპალიტეტი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ჩაერთო. ხათუნა ჭანტურიამ პრეზენტაციის მონაწილეებს გააცნო სახელმწიფო შესყიდვის საშუალებები, ელექტრონული ტენდერის ჩატარების მეთოდები და საფუძვლები. ასევე, ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო შესყიდვების სრული ციკლის სწორი დაგეგმვის წარმართვისთვის საჭიროებების განსაზღვასა და ელექტრონული სისტემის უპირატესობაზე. პრეზენტატორმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველო ერთ-ერთი ნოვატორი სახელმწიფოა, რომელსაც ტენდერთან დაკავშირებული ყველა პროცედურა ელექტრონულ ფორმატში აქვს წარმოებული, რაც, თავის მხრივ, სახელმწიფო ტენდერების გამჭვირვალობას, მოქნილი გარემოს შექმნას, არადისკრიმინაციულობას, სამართლიან შეფასებას უზრუნველყოფს და ასევე, მკვეთრად ამცირებს ტენდერში მონაწილეობის დროსა და ხარჯებს. ამ წუთებში კი, ვიზიტის ფარგლებში, სენაკის სამხატვრო გალერეაში, პროექტის ,,ისტორიული ავტომობილი'' ფარგლებში, საზოგადოების აქტიური ჩართულობით, საჯარო განხილვა მიმდინარეობს.

Facebook

2019-04-11 - სისხლის უანგარო დონაციის აქცია სენაკში

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და სამედიცინო კორპორაცია ევექსი ,,ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის" სისხლის ბანკის ინიციატივით, სისხლის უანგარო დონაციის აქცია - ,,გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად’’ - გაიმართა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და მერიას დაქვემდებარებული სტრუქტურების თანამშრომლებმა ამ კეთილშობილურ კამპანიაში მონაწილეობა არაერთხელ მიიღეს. ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, მათ სისხლი დღესაც უანგაროდ გასცეს. სისხლის დონაციის პროცესს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ნატალია ხუბუა ესწრებოდა. მან აღნიშნა, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის მერია მსგავ კამპანიაში მონაწილეობისთვის მზადყოფნის სურვილს ყოველთვის გამოთქვამს, რადგან აქცია სხვადასხვა ასაკის მრავალი ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებას, უმეტეს შემთვევაში კი, სიცოცხლის გადარჩენას უზრუნველყოფს.

Facebook

2019-04-11 - საზოგადოების აქტიური ჩართულობის უპრეცედენტო პროექტი

სენაკის სამხატვრო გალერეაში, საზოგადოების აქტიური ჩართულობით, პროექტის ,,ისტორიული ავტომობილი’’ საჯარო განხილვა გაიმართა. უპრეცენდენტო პროექტს, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ,,აქტიურ ლიდერთა თაობის" ფარგლებში ხორციელდება, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ალექსანდრე მოწერელია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი, ვარშავის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, უკრაინისა და მოლდოვის დელეგაციის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სტრუქტურის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ,,ყველა მნიშვნელოვანი პროექტის განხილვა სამოქალაქო მსჯელობისა და თანხმობის გზით უნდა მოხდეს. ეს არის თვითმმართველობაში გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპის განხორციელების ყველაზე ეფექტური გზა“ - აღნიშნა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ. სენაკისთვის სასიკეთო იდეების განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა - ,,თქვენგან წამოსული საინტერესო და კრეატიული მოსაზრებები ერთობლივი მსჯელობის შემდეგ აუცილებლად ხორცს შეისხამს. ჩვენ - თვითმმართველობამ და საზოგადოებამ - ერთად უნდა ვიზრუნოთ უკეთესი სენაკისთვის, ერთობლივი ძალისხმევით უნდა განვახორციელოთ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები’’. პრეზენტაციას ,,ისტორიული ავტომობილი’’ სენაკის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე ედიშერ ბაღათურია უძღვებოდა. საქართველოში პირველი ავტომობილის მაკეტი, რომლის ისტორიაც სენაკს უკავშირდება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეკვეთით მომზადდა და სენაკის მუნიციპალიტეტს გადაეცა. მაკეტის განთავსების ფორმასა და ლოკაციის შერჩევასთან დაკავშირებით, საინტერესო დისკუსია წარიმართა, რომელიც კენჭისყრით დასრულდა. საზოგადოების და თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ მსჯელობა ასევე მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან მრავალ საჭირბოროტო საკითხს შეეხო. პრეზენტაციის მეორე ეტაპი - ,,შენი იდეა ქალაქს’’ - მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა თემურ კუბეციამ წარმართა. მსჯელობის შედეგად გამოვლინდა სენაკელთათვის განსაკუთრებით საინტერესო სხვადასხვა იდეა, რომელთაგან, კენჭისყრის შემდეგ, განსაკუთრებით პრიორიტეტული საკითხები შეირჩა. საჯარო კონსულტაციების პრეცენდენტი უპირველესად მნიშვნელოვანია, როგორც ფაქტი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების აქტიური ჩართულობისა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის სტუმრებმა, თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, გალერეის ,,ოქროს ფონდის’’ დასათვალიერებლად საგამოფენო დარბაზში გადაინაცვლეს. მათ ასევე დაათვალიერეს რეაბილიტაციის პროცესში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობა. საინტერესო და მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი დღე ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსის დათვალიერებით დასრულდა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31