სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 23
20
21222324252627
282930 

2019-04-08 - პროექტი ,,ისტორიული ავტომობილი’’

პროექტი ,,ისტორიული ავტომობილი’’
პირველად, სენაკის სინამდვილეში - საჯარო განხილვა საზოგადოების აქტიური ჩართულობით

#მოსახლეობათავადირჩევს
#საჯაროკონსულტაციები
#ერთადვზრუნავთსენაკისთვის

Facebook

2019-04-08 - მადლობა, თავისუფლებისთვის...

დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული, საჯარო ბიბლიოთეკაში გამართული თემატური ღონისძიებით - ,,9 აპრილიდან 9 აპრილამდე“ გაიხსნა. ,,ჩვენ პატივს მივაგებთ, 9 აპრილს, სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და ამავე დროს, სიამაყით აღვნიშნავთ საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს - სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს. 9 აპრილი ერის ისტორიაში დარჩება, როგორც სიმამაცის, ერთიანობის, თავისუფლებისა და თავგანწირვის სიმბოლო“ - აღინიშნა სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც შესაბამისი სტრუქტურებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კვირეულის ფარგლებში, ჟიული შარტავას მუზეუმში გამართულ ღონისძიებაზე - ,,მადლობა, თავისუფლებისთვის...“, გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამდე ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, 9 აპრილს, რუსი ჯალათების მიერ უმოწყალოდ დაჩეხილი გოგო-ბიჭები. შეხვედრის მონაწილეებმა მათი გმირობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. კვირეული, რომლის მიზანია 1989 წლის 9 აპრილს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპული 21 ადამიანის მიმართ მადლიერების გამოხატვა, ხვალ დასრულდება.

#9აპრილისენაკში
#30წელისისხლიანიკვირისმოვლენებიდან
#მადლობათავისუფლებისთვის

Facebook

2019-04-08 - სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერისთვის

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, პროექტის ,,სურსათის და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის ინიციატივა’’ ფარგლებში, გარემოსდაცვითი ასოციაცია ,,დეას’’ თავმჯდომარე თამარ მალანია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სენაკის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის, მუნიციპალიტეტის მერიია შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს და ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილებების სპეციალისტებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის მიზანი - ფერმერების ხელშეწყობა მაღალპროდუქტიული და ხარისხიანი პროდუქციის მისაღებად გამოცდილი ექსპერტების საველე კონსულტაციებისა და ტრენინგების გზით. ასევე, ცნობიერების ამაღლების შესაძლებლობა რეგულაციებზე საინფორმაციო ლიტერატურის მეშვეობით მათთვის საჭირო ყველა ინფორმაციისა და თვალსაჩინოების მიწოდებით. პროექტის მიზნობრივ ჯგუფს ამ ეტაპზე, ახალსოფლის, ძველი სენაკის, გეჯეთისა და მენჯის ადმინისტრაციული ერთეულების ფერმერები წარმოადგენენ. პროექტს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელობით, ახორციელებს კონსორციუმი, რომლის წევრები არიან სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა), ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, ექსპორტის განვითარების ასოციაცია (EDA) და ასოციაცია ,,ათინათი’’. სენაკის მუნიციპალიტეტში პროექტს ახორციელებს გარემოსდაცვითი ასოციაცია ,,დეა“.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31