სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 23
20
21222324252627
282930 

2019-04-07 - ხარების საუფლო დღესასწაული სენაკში

დღეს მართლმადიდებელი სამყარო თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო ლიტურგია საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება. დღეს, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, წირვას, მრევლთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი დაესწრნენ. სადღესასწაულო მსახურება დეკანოზმა ავგუსტინე დუნდუამ აღავლინა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა მოსახლეობას ხარების საუფლო დღესასწაული მიულოცა: ,,თითოეულ მართლმადიდებელს ვულოცავ ხარების დღესასწაულს. მინდა, რომ სიხარულისა და ახლის დაბადების ემოცია ყველა ჩვენგანში გაცოცხლდეს. მაცხოვრისა და ღვთისმშობლის მფარველობა არ მოკლებოდეს სრულიად საქართველოს.“ დღესასწაულის სახელწოდება - ხარება - მასთან დაკავშირებული მოვლენის მთავარ არსს გადმოსცემს: ღვთისმშობლისთვის ხარებას, რომ ქალწული მარიამისგან იშვებოდა იესო ქრისტე - ძე ღვთისა. ხარება დაკავშირებულია ქრისტეს დაბადებასთან, ამდენად, ის არის კაცობრიობის ხსნის დასაბამი, სათავე - „ჩვენი ცხონებისა და გამოჩინება საუკუნოითგან დამალულისა საიდუმლოისა".

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31