სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 23
20
21222324252627
282930 

2019-04-05 - სენაკში თხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

ჩვენს ქალაქში, მშვიდობის ქუჩაზე (ყოფილი საკონსერვო ქარხნის ტერიტორია), თხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო „ნათს ელი“ გაიხსნა, რომელიც ადგილობრივმა მეწარმეებმა ზაზა და ბადრი ლორჩოშვილებმა დააფუძნეს. ამ ეტაპისთვის განხორციელებული ინვესტიციის ოდენობა მილიონ 750 ათას ლარს შეადგენს. თხილის ქარხანაში პირველ ეტაპზე 30-მდე ადგილობრივია დასაქმებული, სეზონზე იგეგმება სამუშაო ადგილების ზრდა. დამუშავებული თხილის ექსპორტი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში განხორციელდება. თხილის საწარმოში მიმდინარე პროცესს გაეცნენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი. ,,მოხარული ვარ, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში თხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა, რაც თავისთავად მოიცავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას. ჩვენ, ადგილობრივი ხელისუფლება, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მეწარმეობის განვითარებას“ – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31