სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 23
20
2627
29 

2019-04-01 - შეხვედრა მსოფლიოში აღიარებულ დირიჟორთან

ბელგიის ნაციონალური ორკესტრის მიწვეული დირიჟორი, პეტერბურგის მარიას თეატრის მთავარი მიწვეული დირიჟორი, მოსკოვის საფესტივალო ორკესტრის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, რუსეთის დიდი სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, შოტლანდიის ოპერის მთავარი მიწვეული დირიჟორი, საქართველოს სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, მსოფლიოში აღიარებული ხელოვანი ვახტანგ მაჭავარიანი და ბიზნესმენი გიორგი დავითაია, დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერს ლევან კუპრეიშვილს, მერის პირველ მოადგილეს გრიგოლ ბაღათურიას, მერის მოადგილეს კახაბერ კუპრეიშვილს და განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის სპეციალისტს ირმა კუპრეიშვილს შეხვდნენ. გამოჩენილი მუსიკოსი სენაკს კამერული მუსიკის ფესტივალის დაფუძნებასთან დაკავშირებით ეწვია. შეხვედრაზე განხილულ იქნა ამ უნიკალური იდეის განხორციელების დეტალები. - კულტურული ტრადიციებით გამორჩეული სენაკელებისთვის ეს იქნება კიდევ ერთი ძვირფასი შესაძლებლობა ფესტივალის დღეებში გახდნენ ხელოვნების ჭეშმარიტი დღესასწაულის თანამონაზიარნი - აღნიშნა შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა და პროექტის განხორციელებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლა და რესტავრირების პროცესში მყოფი აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო პროფესიულ-დრამატული თეატრი დაათვალიერეს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31