სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
5
121314
1923
2425
 

2019-03-31 - ქვეყნისათვის თავგანწირულ ერისკაცს 80 წელი შეუსრულდებოდა

დღეს, სენაკში, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული გმირის, მეცნიერის, მწერლის, მთარგმნელის, პოლიტიკოსის, დისიდენტის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეული ლიდერის ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლის იუბილე აღინიშნა. კვირეულს ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის წევრი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები. დილიდან, იოანე ნათლისმცემლის სახელობის სენაკის საკათედრო ტაძარში დეკანოზმა იოანე კუპრეიშვილმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა. ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის საყოველთაო რეფერენდუმიდან 28-ე წლისთავს მიეძღვნა ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. სენაკის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლაში საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ,,კოლხურმა ტრიომ“, ხელოვნების ცენტრის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მიიღეს. საღამოზე მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის სპეციალისტმა ლია ღვამბერიამ ისაუბრა ქვეყნისათვის ზვარაკად შეწირული მამულიშვილის ცხოვრებასა და ღვაწლზე. ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ორი უმნიშვნელოვანესი თარიღისადმი მიძღვნილი კვირეული სამხატვრო გალერეაში გაგრძელდა. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო-გამოფენა... ეკრანზე გაცოცხლებული წარსული - ეროვნული სულისკვეთებითა და მისეული სიბრძნით გამსჭვალული, ქვეყნის სიყვარულით გულანთებული ერისკაცის მიმართვები მშობლიური ხალხისადმი... უზენაესი საბჭოს დეპუტატის, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლის იგორ ნარმანიას მოსახელე შთამომავლის მიერ ხაზგასმული აქცენტები ეროვნული გმირის მოღვაწეობიდან... - ასეთი სევდანარევი სიამაყით დასრულდა საღამო, რომელმაც კიდევ ერთხელ გამოკვეთა საკუთარ ქვეყანას ზვარაკად შეწირული ეროვნული გმირის სიდიადე.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31