|
2019-03-30 - მუნიციპალიტეტის მერის მილოცვა![]() ქართული თეატრალური საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენელს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატს, მხატვრული კითხვის დიდოსტატს, სენაკის საპატიო მოქალაქეს, ჩვენს გამორჩეულ თანაქალაქელს, მურმან ჯინორიას გულითადად ვულოცავ შემოქმედებითი კავშირი - „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ მიერ მინიჭებულ კიდევ ერთ ტიტულს - კოტე მახარაძის სახელობის ჯილდოს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი
2019-03-30 - მუნიციპალიტეტის მერის მილოცვა![]() სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, სენაკის მუნიციპალიტეტში მოღვაწე მედიცინის ყველა მუშაკს, ღვაწლმოსილ მედიკოსებს, უდიდესი პატივისცემითა და მოწიწებით ვულოცავ პროფესიულ დღესასწაულს. დღეს, საზოგადოების იმ უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლების დღე აღინიშნება, რომლებმაც ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური და საპასუხისმგებლო პროფესია აირჩიეს; მათი, ვინც ყოველდღიურად, ადამიანთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სადარაჯოზე თავდაუზოგავად დგანან. ჩვენო ძვირფასო მედიკოსებო, გულითადად გამოვხატავ დიდ პატივისცემასა და მადლიერებას თქვენდამი. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას, სულიერ სიმტკიცეს, წარმატებებს, პროფესიული სიძნელეების გადალახვას, ბევრ მადლიერ პაციენტს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი 2019-03-30 - ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში![]() დღეს, თვალის მიკროქირურგიული ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფთალმიჯის” ოფთალმოლოგთა ჯგუფმა სენაკის მუნიციპალიტეტის ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარა. სამედიცინო კვლევის აქციის მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი. აქციის ფარგლებში, განხორციელდა თვალის სრული პირველადი გამოკვლევა, დაავადებების სკრინინგი და რეფრაქციის დადგენა. უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევების აქცია, რომელიც ამ ეტაპზე სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებს მოიცავს, თვალის მიკროქირურგიული ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფთალმიჯის’’ ორგანიზებითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. 2019-03-30 - „დედამიწის საათი''![]() ყოველი წლის მარტის ბოლო შაბათს, უკვე მეთორმეტედ, საქართველო და მათ შორის, სენაკის მუნიციპალიტეტი მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას „დედამიწის საათი" უერთდება. ერთი საათი , საღამოს 20:30 საათიდან 21:30 საათამდე, განათების გარეშე: ჩამქრალი ქუჩები, ისტორიული ნაგებობები და სამთავრობო შენობების ფასადები - ქვეყანაში დედამიწის საათი აღინიშნება. ,,დედამიწის საათი“ პირველად, 2007 წელს, ავსტრალიაში WWF-მა ჩაატარა. ამ დღეს, ტრადიციულად, მილიონობით ადამიანი ზუსტად ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე და ამ ფორმით, პლანეტის მიმართ თანადგომას გამოხატავს. ეს მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, შევუერთდეთ ჩვენც! |
|