სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
5
121314
1923
2425
 

2019-03-29 - ზვიად გამსახურდია - 80

დღეს, ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ორი უმნიშვნელოვანესი თარიღის - საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადებიდან 80 და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის საყოველთაო რეფერენდუმიდან 28-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა. კვირეულის პირველ დღეს ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკამ უმასპინძლა. 1991 წლის 31 მარტს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას თაოსნობით ჩატარებულმა რეფერენდუმმა თვალსაჩინო გახადა ქართველი ხალხის ურყევი ნება საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის შესახებ. ,,დამოუკიდებლობა ერის ზნეობის გადარჩენაა და, ამდენად, თვით ერის გადარჩენაც“ - ამბობდა ამ ისტორიული მოვლენის სულისჩამდგმელი - საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომლის განუზომლად დიდ ღვაწლსა და ქვეყნისათვის თავდადებაზე ისაუბრეს დღეს საჯარო ბიბლიოთეკაში. სენაკის მუნიციპალიტეტი აქტიურად ჩაერთო საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადებიდან 80 და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის საყოველთაო რეფერენდუმიდან 28-ე წლისთავისადმი მიძღვნილ კვირეულში, რომლის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები 31 მარტს დასრულდება.

Facebook

2019-03-29 - 31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.

31 მარტი - 28 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საყოველთაო რეფერენდუმიდან.

 

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31