სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
5
121314
1923
2425
 

2019-03-27 - სენაკის მუნიციპალიტეტში უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესი მასშტაბურად მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტში უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესი მასშტაბურად მიმდინარეობს.
ქალაქად გრძელდება სტიქიისგან დაზიანებული ობიექტების - სანიაღვრე არხებისა და ღელეების - სარეაბილიტაციო და გამაგრებითი სამუშაოები.
ჯამური სატენდერო ღირებულებაა 172 828 ლარი.
შესყიდვის ობიექტის დასახელება:
ქ. სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე - ხორავას ქუჩიდან ღელე ,,ფიცუმდე“ - გზის ორივე მხარეს, ცხაურის მოწყობა
ყოფილ საკირესთან, ღელე ,,ხაბაზეთზე“, რკინა-ბეტონის ჯებირის მოწყობა და საძირკვლის გამაგრება
სახოკიას ქუჩაზე, მონოლითური რკინა-ბეტონით, მილხიდის ჯებირისა და სათავისების მოწყობა.

2019-03-27 - მოქალაქეთა მიღება აქტიურად გრძელდება

დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა მერის პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან და მერის მოადგილესთან კახაბერ კუპრეიშვილთან ერთად მოქალაქეთა მორიგი მიღება გამართა. აღნიშნული შეხვედრები მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლას და პრობლემების ეტაპობრივად გადაწყვეტას უზრუნველყოფს. დღევანდელ მიღებაზე მოქალაქეებმა მერთან მათთვის საჭირბოროტო და აქტუალურ პრობლემებზე ისაუბრეს, რომელთა დროულად მოგვარების გზები ადგილზევე დაისახა. მოქალაქეთა მიღება კვლავაც აქტიურად გაგრძელდება.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31