სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
5
121314
1923
2425
 

2019-03-26 - აზიურ ფაროსანასთან ბძოლის პირველი ეტაპი იწყება

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, სურსათის ეროვნული სააგენტოს რისკებზე რეაგირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ლევან თოლორდავამ, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის პროგრამის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან ლევან კუპრეიშვილთან, მერის პირველ მოადგილე გრიგოლ ბაღათურიასთან, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა და მათ მუნიციპალიტეტში მონიტორინგის ჯგუფის უფროსები წარუდგინა. მავნებელთან ბრძოლის პირველი - საგაზაფხულო ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ერთობლივი მოქმედების დეტალები და გაიცა რეკომენდაციები.

Facebook

2019-03-26 - ტროტუარებისა და ბორდიურების სარეაბილიტაციო სამუშაოები

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ქალაქ სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარე ტროტუარებისა და ბორდიურების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

რეაბილიტაციის პროცესს, ღირებულებით 195 000 ლარი, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს ,,მშენებელი’’ აწარმოებს.

დასრულებულია ამორტიზებული ფილების, დაზიანებული ბორდიურების კედლების დემონტაჟი. დეკორატიული ფილების დაგების პროცესი მალე დასრულდება.

სენაკის ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ, სადაც, ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად კომპაქტურად ჩასახლებული დევნილი მოსახლეობა ცხოვრობს, დაიგეგმა საავტომობილო გზისა და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება.

#ჩვენვზრუნავთუკეთესისენაკისთვის
#დაპირებებისრულდება

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31