სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
5
121314
1923
2425
 

2019-03-22 - ორმოცმოწამეთობა ციხეგოჯში

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სებასტიის ტბაში წამებული 40 მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღეს, ნოქალაქევში, ციხე-გოჯის ტერიტორიაზე, მეექვსე საუკუნით დათარიღებულ ეკლესიაში, რომელიც ქრისტიანობას შეწირული 40 კაბადოკიელი მეომრის სახელზეა აგებული, წირვა-ლოცვა აღევლინა. ჭეშმარიტი რწმენისათვის თავდადებულ მოწამეთა სახელობის ტაძარი საქართველოს ყველა კუთხიდან მადლის მისაღებად მოსული მომლოცველებით აივსო. სადღესასწაულო მსახურებას მრევლთან ერთად სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი ესწრებოდნენ.

Facebook

2019-03-22 - მუნიციპალიტეტის მერის შეხვედრა მოქალაქეებთან

დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა მოქალაქეთა ტრადიციული მიღება გამართა. მუნიციპალტეტის მერს მოქალაქეებმა მათთვის აქტუალურ საკითხებზე მიმართეს, რომელიც ძირითადად, სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და დასაქმების საკითხებს შეეხებოდა. მოქალაქეებთან შეხვედრას მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი რამაზ კუპრეიშვილი ესწრებოდა. მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა განიხილა თითოეული მოქალაქის ყოფითი პრობლემები და დასახა მათი მოგვარების შესაძლებლობები. ,,ჩემი, როგორც მუნიციპალიტეტის მერის და ამ ქალაქის მკვიდრის უპირველესი საზრუნავი, სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების პრობლემების დროული მოგვარება და მათთვის შესაბამისი საარსებო გარემოს შექმნაა. ამისთვის კი შესაძლებლობის მაქსიმუმს გამოვიყენებ“ - აღნიშნა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა.

Facebook

2019-03-22 - გზა, რომელიც სიკვდილის შემდეგაც არ თავდება...

 გამოჩენილი ქართველი ებრაელი მწერლის, პოეტის, მთარგმნელის და პუბლიცისტის, საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის ვიცე-პრეზიდენტის, საქართველოს მწერალთა და თეატრალურ მოღვაწეთა კავშირების წევრის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, პარიზის ქართულ-ევოპული ინსტიტუტის ილია ჭავჭავაძის სახელობისა და ივანე მაჩაბლის სახელმწიფო პრემიების ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, სენაკის საამაყო შვილის - ჯემალ აჯიაშვილის დაბადებიდან 75 წლისთავს, მწერლის მშობლიურ ქალაქში ღონისძიებების კვირეული მიეძღვნა.18-დან 20 მარტის ჩათვლით, სენაკის სახვითი ხელოვნების გალერეაში მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და შოთა მესხიას კოლეჯის სტუდენტებისთვის მიმდინარეობდა ქართულ-ებრაული კულტურის დიდი მოღვაწისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმების ჩვენება.20 მარტს, ჯემალ აჯიაშვილის მშობლიურ ჟიული შარტავას სახელობის მე-2 საჯარო სკოლაში, ჩატარდა ღონისძიება, რომელიც ქართველი და ებრაელი ერის უპრეცენდენტო მეგობრობის სიმბოლოს - ორი დიდი მამულიშვილის - ჟიული შარტავასა და ჯემალ აჯიაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებით მოღვაწეობას მიეძღვნა. 21 მარტს, ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ასევე გაიმართა მწერლის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო და გამოფენა. 22 მარტს, კვირეულის დასკვნით დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, საკრებულოს დეპუტატებმა, თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლებმა ჯემალ აჯიაშვილის სახელობის სკვერში ყვავილებით შეამკეს მწერლის ბარელიეფი, რის შემდეგაც, სიმბოლურად, მისი სიყრმის მეგობრის, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას მუზეუმში გაიმართა დიდი ქართველი ებრაელი მწერლისა და მოღვაწის საიუბილეო საღამო. მუზეუმის ფოიეში, ორი ერის საამაყო შვილის სურათების ფოტოგამოფენა უხმობდა დამთვალიერებელს, უკრავდა ვიოლინო... ჯემალ აჯიაშვილის ცხოვრების გზა, მისი ამაგი ორი, სისხლხორცეულად მშობლიური ერის კულტურის ისტორიაში, სენაკელ ებრაელთა და ქართველთა თანაცხოვრების ულამაზესი ისტორიის ფურცლები, მწერლის უთბილესი მოგონებები მშობლიურ ქალაქზე, მისი ღრმა, ,,ვეფხისტყაოსნითა’’ და უძველესი ებრაული კულტურით ნასაზრდოები ყოვლისდამტევი შემოქმედება წარმოჩინდა დღეს გამომსვლელთა სიტყვებში, ეკრანზე გაცოცხლებულ დოკუმენტურ კადრებში, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრთან არსებული ახალგაზრდულ თეატრ ,,ფიროსმანის’’ მსახიობების მიერ შთამბეჭდავად წარმოდგენილ ლიტერატურულ კომპოზიციაში. ჯემალ აჯიაშვილმა ებრაელთა დიდ პოეზიას ქართულ ენაზე ძეგლი დაუდგა. მთელი მისი ცხოვრება და მოღვაწეობა იყო ქართველი და ებრაელი ერის ურყევი მეგობრობისადმი მიძღვნილი ქართულ ენაზე აღვლენილი სიყვარულის უკვდავი საგალობელი. მისი ცხოვრება არის გზა, რომელიც სიკვდილის შემდეგაც არ თავდება და ახალ სიცოცხლეს იძენს...

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31