|
2019-03-21 - ,,დღეს თქვენი დღეა - ყველაზე უწყინარი, თბილი და საყვარელი ანგელოზების დღე''![]() დღეს თქვენი დღეა - ყველაზე უწყინარი, თბილი და საყვარელი ანგელოზების დღე. დღეს, მთელ მსოფლიოში, ადამიანები სიმბოლურად ზოლიან წინდებს იკეთებენ, რაც თქვენი - ,,მზის შვილების“ მიმართ სოლიდარობის და სიყვარულის გამოხატვაა. ჩვენ, თქვენი მეგობრები, არ ვითვლით ქრომოსომებს. ჩვენი მუნიციპალიტეტი უერთდება ,,მზის შვილების“ დღის აღნიშვნას. ჩვენი გულის სითბო მინდა გიწილადოთ, თქვენ ხომ საზოგადოების ყველაზე გულმზიანი, თანასწორი და სრულფასოვანი წევრები ხართ. სიყვარულით, 2019-03-21 - ,,ძვირფასო ჟურნალისტებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს''![]() ძვირფასო ჟურნალისტებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს. იყო ჟურნალისტი - ნიშნავს იდგე შენი ქვეყნის, ხალხის სადარაჯოზე და ყოველდღიურ რეჟიმში იცავდე ყველა მხარის უფლებას. ქმნიდე, ემსახურებოდე შენი ქვეყნის განვითარებას. თქვენი მთავარი იარაღი თავისუფალი, ობიექტური, სამართლიანი სიტყვაა. 2019-03-21 - ,,არავინ დატოვო მიღმა''![]() ,,ჩვენ, მეგობრები, ქრომოსომებს არ ვითვლით“ - ამ სიტყვებით მიესალმნენ და უმასპინძლეს ,,მზის შვილებს“ სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა ნატალია ხუბუამ, მერიის თანამშრომლებმა. დაუნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, გამორჩეულად თბილ და უმანკო არსებებს, სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. ამ ამაღელვებელი შეხვედრის შემდეგ, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში, ადგილობრივმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა და გასართობ ცენტრ ,,ზოოლენდის“ ანიმატორებმა ,,მზის შვილებს“ და ცენტრ ,,ლაზარეს“ აღსაზრდელებს სახალისო და სიყვარულით სავსე გარემო შეუქმნეს. დასასრულს, სიცოცხლის და სიყვარულის სიმბოლოდ, ქალაქის ცენტრალურ სკვერში, ნაძვის ნერგები დაირგო. 2019-03-21 - სტუმრობა უხუცეს ჟურნალისტებთან![]() დღეს, ჩვენი მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილ ჟურნალისტებს, გაზეთ ,,კოლხეთის რედაქტორს, სენაკის საპატიო მოქალაქეს, რეზო ჯანჯღავას და დამსახურებულ ჟურნალისტს ლამარა გადელიას პროფესიული დღესასწაული მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა. ,,სენაკის ჟურნალისტიკის ისტორიაში ფასდაუდებელია თქვენი ამაგი. ათწლეულების მანძილზე თქვენს მიერ გაკვალული გზა და ტრადიციები გრძელდება. დღეს უხუცეს ჟურნალისტებთან ჩვენი სტუმრობა დასტურია დიდი პატივისცემისა თქვენს მიერ გაწეული ღვაწლის მიმართ, რომელსაც თაობები სათუთად გაუფრთხილდებიან“ - აღნიშნა გრიგოლ ბაღათურიამ. |
|