სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
5
121314
1923
2425
 

2019-03-20 - 21 მარტი - დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

15 საათი - კონცერტი ღია ცის ქვეშ, მოსწავლე-ახალგაზრდობის სკვერში, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფებისა და გასართობი ცენტრის ანიმატორების მონაწილეობით.

16 საათი - გამწვანების აქცია ,,მზის შვილების“ ჩართულობით.

#დაუნისსინდრომისსაერთაშორისოდღე
#მეგობრებიარითვლიანქრომოსომებს 
#მზისშვილებისდღე
#worlddownsyndromeday

Facebook

2019-03-20 - შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

დღეს, პროექტის „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეს მამუკა ცოტნიაშვილს, საერთაშორისო ორგანიზაცია ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორს ვინსენტ დონტოტს, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) წარმომადგენელს რობერტ როთს, სტრატეგიული პარტნიორობის მენეჯერს ნინო ხოხობაიას, დასავლეთ საქართველოს სამხარეო მენეჯერს მზევი ჯოჯუას შეხვდნენ. გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტი „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“ დევნილების გრძელვადიანი განსახლებისთვის, ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან აქტივობებს ითვალისწინებს. პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს. ის სამი წელი გაგრძელდება და 2021 წელს დასრულდება. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე საუბარი საერთაშორისო ორგანიზაციისა და მუნიციპალიტეტის მომავალ თანამშრომლობას და ერთობლივად განსახორციელებელ უმნიშვნელოვანეს პროექტებს შეეხო. აღსანიშნავია, რომ ლტოლვილთა დანიის საბჭო არაერთი წელია თანამშრომლობს სენაკის მუნიციპალიტეტთან. ამჯერად, პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია საბავშვო ბაღ ,,ოცნებას“ ჩაუტარდება. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა საბავშვო ბაღი ,,ოცნება“ და სათემო განათლების ცენტრი (დირექტორი ნონა ქადარია) დაათვალიერეს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31