სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
5
121314
1923
2425
 

2019-03-17 - ოკუპანტების ტყვეობისას მოკლულ ირაკლი კვარაცხელიას პატივი მიაგეს

დღეს იოანე ნათლისმცემლის სახელობის სენაკის საკათედრო ტაძარში პატივი მიაგეს 11 მარტს, ოკუპანტების ტყვეობისას მოკლული 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას ხსოვნას. სამგლოვიარო ცერემონიას სენაკის საკათედრო ტაძარში ესწრებოდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სენაკის საზოგადოება. ამ დღეებში მთავრობის წარმომადგენლებმა - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კონსულტანტმა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებში მაია ცაბოშვილმა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, გუბერნიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა - პირადად მიუსამძიმრეს კვარახელიას ოჯახის წევრებს და მწუხარება გამოთქვეს მომხდარი ტრაგედიის გამო. ირაკლი კვარაცხელის დღეს, სენაკის ძმათა სასაფლაოზე, დაკრძალავენ.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31