სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
5
121314
1923
2425
 

2019-03-16 - იგორ ნარმანიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი სენაკში

სენაკის სასპორტო გაერთიანების ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სპორტის სასახლეში, მეშვიდედ გაიმართა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მოწვევის პარლამენტარის, სპორტის ოსტატის იგორ ნარმანიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული რესპუბლიკური ტურნირი ძიუდოში. ტურნირმა, რომელიც ახალი საერთაშორისო წესებით მიმდინარეობდა, 200-მდე სპორტსმენ ჭაბუკსა და გოგონას უმასპინძლა. მასში მონაწილეობა ზუგდიდის, ფოთის, აბაშის, მარტვილის, სენაკის, ხობის, სამტრედიის, ქუთაისის, ტყიბულის, გორის, ზესტაფონისა და ხელვაჩაურის გუნდებმა მიიღეს. ტურნირის მიმდინარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ბესიკ ნარმანია, მერიის განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, შესაბამისი სამსახურებისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. იგორ ნარმანიას ხსოვნისადმი მიძღვნილ ტრადიციულ რესპუბლიკურ ტურნირში გამარჯვებულებს და პრიზიორებს თასები, შესაბამისი ხარისხის მედლები და სიგელები თვითმმართველობისა და სასპორტო გაერთიანების წარმომადგენლებმა გადასცეს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31