სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
5
121314
1923
2425
 

2019-03-15 - სენაკში ზებრა გადასასვლელი მოიხატა

დღეს პროექტის „მოხატე უსაფრთხოების“ ფარგლებში, ა(ა)ი.პ. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით, წერეთლის ქუჩის ორივე მხარეს, ფეხით მოსიარულეთა სამგანზომილებიანი ,,ზებრა“ გადასასვლელი მოიხატა. აქციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრმა, სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ, მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, ა(ა)ი.პ. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის“ დირექტორმა ლევან უჩანეიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის, ცენტრის წარმომადგენლებმა და მოხალისეებმა. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

Facebook

2019-03-15 - ,,...და ებრაელთა დიდ პოეზიას ქართულ ენაზე ძეგლი დაუდგი...’'

ქართველი ებრაელი მწერლის, პოეტის, მთარგმნელის და პუბლიცისტის, საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის ვიცე-პრეზიდენტის, საქართველოს მწერალთა და თეატრალურ მოღვაწეთა კავშირების წევრის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, პარიზის ქართულ-ევოპული ინსტიტუტის ილია ჭავჭავაძის სახელობისა და ივანე მაჩაბლის სახელმწიფო პრემიების ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, სენაკის საამაყო შვილის - ჯემალ აჯიაშვილის დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებით, მწერლის მშობლიურ ქალაქში, 18-დან 22 მარტის ჩათვლით, საიუბილეო კვირეული გაიმართება.

 

2019-03-15 - ხელისუფლების წარმომადგენლებმა კვარაცხელიას ოჯახს მიუსამძიმრეს

დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კონსულტანტი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებში მაია ცაბოშვილი სენაკში, ოკუპანტების ტყვეობისას მოკლული 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას ოჯახში იმყოფებოდა და მათ პრეზიდენტის სახელით მიუსამძიმრა. მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვეს და კვარაცხელიების ოჯახის წევრებს პირადად მიუსამძიმრეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ირაკლი ჯიქიამ, გუბერნატორის მოადგილემ კობა ქანთარიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ და მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა. ირაკლი კვარაცხელიას კვირას, სენაკში, დაკრძალავენ.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31