სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
5
121314
1923
2425
 

2019-03-11 - მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა სენაკში

სენაკის მუნიციპალიტეტში, ქალაქის მასშტაბით, აქტიურ ფაზაშია სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო და კეთილმოწყობის სამუშაოები. დაწყებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების, ფასადების, ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონების, ტროტუარებისა და ბორდიურების რეაბილიტაციის პროცესი. ამ ეტაპზე, ურიდიას № 26-სა და რუსთაველის №251-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებში, მიმდინარეობს ბეტონის საფარის მოწყობა. ურიდიას ქუჩაზე მდებარე ეზოში ასევე მოეწყობა რკინაბეტონის სანიაღვრე არხი. მიმდინარე სამუშაოები, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს. სამუშაოებს, რომლის ღირებულება 131 131 ლარს შეადგენს, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ოსო’’ აწარმოებს.

Facebook

2019-03-11 - ტროტუარებისა და ბორდიურების რეაბილიტაცია ჭავჭავაძის ქუჩაზე

ქალაქის მასშტაბით, აქტიურად გრძელდება ტროტუარებისა და ბორდიურების კეთილმოწყობა.

ამ ეტაპზე, ტროტუარებისა და ბორდიურების რეაბილიტაციის პროცესი ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარეობს. დასრულებულია ამორტიზებული ფილების, ტროტუარებზე არსებული დაზიანებული ბორდიურების კედლების დემონტაჟი. იგება დეკორატიული ფილები.

მიმდინარე სამუშაოები სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

სამუშაოებს, ღირებულებით 195 000 ლარი, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს ,,მშენებელი’’ აწარმოებს.

შედეგად, მოსახლეობა განახლებული, კეთილმოწყობილი ტროტუარებით ისარგებლებს.

Facebook

2019-03-11 - მრავალბინიანი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია

ალაქ სენაკში დაიწყო მრავალბინიანი კორპუსების ფასადების რეაბილიტაციის პროცესი. ამ ეტაპზე ხორციელდება წმინდა ნინოს № 8, №10 და №11 -ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსების გარე კედლების რეაბილიტაცია. ასევე განახლდება რუსთაველის № 168 და №168 -ბ კორპუსების ფასადები. სამუშაოებს, ღირებულებით 129 893 ლარი, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული ინდმეწარმე ველოდი სანაია აწარმოებს. 

Facebook

2019-03-11 - მინი მოედნები სპორტული ტრადიციების განვითარებისთვის

ქალაქ სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე, ჟიული შარტავას სახელობის ცენტრალური პარკისა და მე-7 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიებზე ხელოვნურსაფარიანი სპორტული მინი მოედნების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სადემონტაჟო და შემოღობვითი სამუშაოები ხორციელდება. მინი მოედნებზე მოეწყობა ახალი ხელოვნური საფარი, განხორციელდება საყრდენი ბოძების გამაგრების, მაყურებელთა ტრიბუნების მოწყობის, ელექტრო-სამონტაჟო და სხვა სახის სამუშაოები. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლის ღირებულება 102 102 ლარს შეადგენს, შპს ,,ჯეო ბილდერი’’ აწარმოებს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული მინი მოედნების ამოქმედება ჯანსაღი ცხოვრების წესის და სპორტული ტრადიციების განვითარებას შეუწყობს ხელს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31