სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
5
121314
1923
2425
 

2019-03-10 - შეხვედრა თხილის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, თხილის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი თოდუამ პროგრამის მნიშვნელობაზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა. შეხვედრას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და კონსულტანტები დაესწრნენ. თხილის დაცვის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს თხილის მოსავლის გადარჩენას. ასოციაციაში გაწევრიანების შემდეგ, ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ შეღავათიანი პირობებით შეიძინონ სასუქი, პრეპარატები და პესტიციდები. მათ დროებით სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაეცემათ შესაწამლი აპარატი. ასოციაციის წამომადგენელთა მიერ, სენაკის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა. მოსახლეობა ინფორმირებულია თხილის მოვლისა და მავნებელთან ბრძოლის ეფექტური საშუალებების შესახებ. - აღინიშნა სამუშაო შეხვედრაზე. თხილის მწარმოებელთა ასოციაცია, პროექტს სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობების, კომპანია ,,ფერეროსა'' და USAID-ის მხარდაჭერით ახორციელებს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31