სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
5
121314
1923
2425
 

2019-03-06 - საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნის საღამო

საქათველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადებიდან 75-ე წლისთავის აღსანიშნავად, კვირეულის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის ჟიული შარტავას მუზეუმში, გმირის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. საღამოს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, დეკანოზი იოანე კუპრეიშვილი, საკრებულოს, მერიისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე გაიხსენეს სენაკის საამაყო შვილის ცხოვრების გზა, ოჯახი და გარემო, სადაც იგი ჩამოყალიბდა, მოღვაწეობის წლები, აფხაზეთში მისი გმირული აღსასრული.... საღამოს თან სდევდა ,,კოლხური ტრიოს’’ მიერ შესრულებული ჟიულისადმი მიძღვნილი სიმღერა, დოკუმენტური კადრები და ჩანაწერები, რაც განსაკუთრებულად აძლიერებდა დარბაზში ემოციურ მუხტს. ჟიული შარტავამ თავისი შეგნებული ცხოვრება მიუძღვნა ქვეყნის აღმშენებლობას და ბოლოს, ქედუხრელად შეეწირა მისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, რითაც საოცარი მაგალითი დაუტოვა მომავალ თაობებს. ქვეყანას, რომელიც ასეთ მამულიშვილებს ზრდის, გადაშენება არ უწერია - ითქვა გმირის ხსოვნის საღამოზე.

7 მარტს, საქართველოს ეროვნულ გმირს,... - სენაკის მუნიციპალიტეტის მერია/City Hall of Senaki Municipality

7 მარტს, საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას 75 წელი შეუსრულდებოდა.

Facebook

2019-03-06 - სცენაზეა მაესტრო - ვაჟა აზარაშვილი

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში, გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, საქართველოს სახალხო არტისტის, ვაჟა აზარაშვილის დაბადებიდან 80 და შემოქმედებითი მოღვაწეობიდან 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ლეგენდარული კომპოზიტორის საიუბილეო საღამოს, რომელიც ,,საქართველოს ეროვნული ფილარმონიის’’ ინიციატივითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა, მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონცერტს ცნობილი პროდიუსერი და წამყვანი ლადო ხელაშვილი უძღვებოდა. ვაჟა აზარაშვილთან ერთად, სცენაზე იდგნენ მისი მეუღლე - ცნობილი პოეტი მანანა დანგაძე, რომლის ლექსებზეც კომპოზიტორმა მრავალი სიმღერა შექმნა და პოპულარული საესტრადო მომღერალი ზურაბ კობეშავიძე. ვაჟა აზარაშვილმა მთელი თავისი ცხოვრება ქართული სიმღერის, ეროვნული მუსიკალური კულტურის განვითარებას მიუძღვნა. მისი შემოქმედება გამორჩეულია ჟანრობრივი მრავალფეროვნებით. მან შექმნა ულამაზესი საესტრადო სიმღერები, კლასიკური, კამერული, ოპერეტული, საბალეტო და სხვა ჟანრის ნაწარმოებები, რომლებიც შეიყვარა ყველა თაობის მსმენელმა და წარმატებით სრულდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. სენაკელ მსმენელს საშუალება ჰქონდა დიდი მაესტროს შესრულებით მოესმინა ცნობილი საესტრადო სიმღერები და პირადად გასაუბრებოდა მსოფლიო დონის ხელოვანს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31