სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
5
121314
1923
2425
 

2019-03-04 - დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდისათვის

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ და ცენტრის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, თვითმმართველობის, სტრუქტურული ერთეულებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში’’ ფარგლებში წარიმართა. საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური ბიუროების გაფართოებასთან დაკავშირებით, ცენტრს 5 ახალი ბიურო დაემატება და ქვეყნის მასშტაბით ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე 12 ბიურო იფუნქციონირებს. პროექტის მეორე კომპონენტი რეგიონალური მედია-ორგანიზაციების საშუალებებით საქართველოს რეგიონებში აღნიშნული თემების აქტიურ მედია-გაშუქებას მოიცავს. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ანტიდასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის მედეგობის გაძლიერებისა და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო. პროექტის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით, შეხვედრები მუნიციპალიტეტების მერიებში და სხვადასხვა სოფლებში მიმდინარეობს.

Facebook

2019-03-04 - კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის საიუბილეო საღამო

6 მარტს, სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში, გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, საქართველოს სახალხო არტისტის, ვაჟა აზარაშვილის დაბადებიდან 80 და შემოქმედებითი მოღვაწეობიდან 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართება.

ლეგენდარული კომპოზიტორის საიუბილეო საღამოს, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ქართული სიმღერის, ეროვნული მუსიკალური კულტურის განვითარებას მიუძღვნა, ცნობილი პროდიუსერი და წამყვანი ლადო ხელაშვილი გაუძღვება.

კონცერტში მონაწილეობენ: ცნობილი პოეტი მანანა დანგაძე და პოპულარული საესტრადო მომღერალი ზურაბ კოპეშავიძე.

დასწრება თავისუფალია.
დასაწყისი - 17:00 საათზე.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31