სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
5
121314
1923
24252627282930
31 

2019-03-01 - ვაკანსია

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს ღია კონკურსს შემდეგ ვაკანტურ პოზიციებზე:

პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი;

შიდა აუდიტის სამსახურის ინსპექტირების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი;

ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი.

დაინტერესებულმა პირებმა იხილეთ ბმული: 
https://bit.ly/2GR0CG5
https://bit.ly/2XwPKlK
https://bit.ly/2XvGYVm
https://bit.ly/2H9bv5o
https://bit.ly/2SvTMHu

Facebook

2019-03-01 - დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მეორე ეტაპი სოფლად დასრულდა

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამატებით გამოყოფილი თანხით დასაფინანსებელი პროექტები დარჩენილ 4 ადმინისტრაციულ ერთეულშიც იქნა შერჩეული. პრიორიტეტების შესარჩევად, ძველი სენაკის, ნოქალაქევის, ლეძაძამესა და ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართულ საერთო კრებებს/კონსულტაციებს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი დალი შონია, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ადმინისტრაციული ერთეულების მაცხოვრებლები დაესწრნენ. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში საერთო კრებები/კონსულტაციები მუნიციპალიტეტის 14-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულდა. მოსახლეობა თავად ირჩევს სოფლის პრიორიტეტებს, რითაც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად მონაწილეობს სოფლის განვითარების უმნიშვნელოვანეს პროცესებში. 
#სოფელიირჩევს
#სოფელმაუკეთიცის
#სოფლისმხარდაჭერა
#სენაკი2019

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31