სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
346789
10111216
17181920212223
2425262728 

2019-02-01 - მუნიციპალიტეტის მერის მილოცვა

დღეს ჩვენი ეპარქიის მწყემსმთავარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს დაბადებიდან 50 წელი შეუსრულდა.

თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, განუზომელია თქვენი ღვაწლი და მზრუნველობა ჩვენი ეპარქიის და სრულიად საქართველოს სულიერი გაძლიერების საქმეში.

გისურვებთ უფლის შემწეობას ერის და ბერის სულიერი აღორძინების და განმტკიცების უმძიმესი ჯვრის მტვირთველობაში.

მრავალჟამიერ თქვენს მეუფებას საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის და მამულის საკეთილდღეოდ.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი

Facebook

2019-02-01 - წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს, რომელიც საქართველოში უკვე მეოთხედ აღინიშნება, ჩვენი მუნიციპალიტეტიც აქტიურად უერთდება.

ეს დღე უმნიშვნელოვანესი ხაზგასმაა პრობლემისა, რომელიც თითოეული ჩვენგანის წინაშე დგას - დავაბრუნოთ მკითხველი წიგნთან.

ტექნიკური პროგრესისა და ინტერნეტიზაციის ეპოქამ, ინფორმაციის უსასრულო კასკადმა, რომელიც ყველა კითხვაზე თითქოს მზა პასუხებს გვთავაზობს, განსაკუთრებით მოზარდი თაობა დააშორა წიგნს - საფუძვლიანი ცოდნის მიღების ერთადერთ წყაროს.

ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, საგანმანათლებლო სისტემასთან ერთად, წიგნის პოპულარიზაციის მაქსიმალური ხელშეწყობაა. ამ კუთხით მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ღონისძიებები და პროექტები იგეგმება.

გილოცავთ წიგნის კითხვის დღეს. გისურვებთ, იყოთ კარგი წიგნების კარგი მკითხველები, რადგან სწორედ განათლებული და წიგნიერი თაობაა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის ერთადერთი გარანტი.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31