სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 23
810
1318
2026
2729 

2019-01-31 - ალექსობა შუშანიების სავანეში

დღეს, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წმ. კეთილმსახური მეფე თამარის და სენაკში, მენჯის მთავარანგელოზთა სავანეში მოღვაწე წმ. ალექსი ბერის ( შუშანია) ხსენების დღეს აღნიშნავს. ალექსობა წმინდანის დაარსებულ მენჯის მთავარანგელოზთა სავანეში განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩევა. ამ დღეს სრულიად საქართველოდან მორწმუნეები მოილოცავენ მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერსა და ღირსი მამის საფლავს. სადღესასწაულო წირვას მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში, მრევლთან ერთად, დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი ესწრებოდნენ. განუზომელია დიდი მწიგნობარი და ასკეტი მამის ღვაწლი, რომელიც ურთულეს ეპოქაში უფლისმიერი მადლითა და სულიერი სიმტკიცის მაგალითებით იყო აღსავსე. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1995 წელს ალექსი ბერი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ წმინდანის აღსრულების თარიღი - 31 იანვარი დააწესა.

Facebook

2019-01-31 - მერის ტრადიციული მიღება

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებს ყოველდღიურ რეჟიმში ხვდება, მათთან ერთად იხილავს მნიშვნელოვან საჭირბოროტო საკითხებს. ამ მხრივ არც დღევანდელი დღე იყო გამონაკლისი.დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა მოქალაქეებთან მათთვის აქტუალურ პრობლემებზე ისაუბრა, რომელთა მოგვარების გზები შეხვედრაზევე დაისახა. ტრადიციულ მიღებას მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი ესწრებოდნენ. აღნიშნულ შეხვედრაზე განხილულ იქნა მოსახლეობის წინაშე მდგარი სოციალური, საყოფაცხოვრებო, ინფრასტრუქტურული პრობლემები. ,,ჩვენ, ადგილობრივი თვითმმართველობა, ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად, შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად შევეცდებით ეტაპობრივად გადავწყვიტოთ ჩვენი მოქალაქეების წინაშე მდგარი პრობლემები. ჩემი მიზანია ვიზრუნო თითოული მოქალაქის კეთილდღეობისთვის.“ - აღნიშნა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31