სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 23
810
1318
2026
2729 

2019-01-24 - დასაფინანსებელი პროექტები რვა ადმინისტრაციულ ერთეულში შერჩეულია

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან საერთო კრებები/კონსულტაციები გრძელდება.დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის ლეძაძამეს, ნოქალაქევისა და გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართულ საერთო კრებებს/კონსულტაციებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ვახტანგ ფაცაცია, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი დალი შონია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ლეძაძამეს, ნოქალაქევისა და გეჯეთის მცხოვრებლები დაესწრნენ.შეირჩა ადმინისტრაციულ ერთეულებში დასაფინანსებელი პროექტები:ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში - სოფელ ბეთლემში მოეწყობა მილხიდები, ჩატარდება შიდა საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკების, კიუვეტის გაწმენდითი სამუშაოები; სოფლის ხიდ-ბოგირზე მოეწყობა გაბიონი; ლეგოგიეში მოიხრეშება და მოშანდაკდება ცენტრთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, მოწესრიგდება სანიაღვრე არხები; კვაუთსა და ჯოლევში მოეწყობა მილხიდები; ჩატარდება შიდა საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკებისა და სანიაღვრე არხების ამოწმენდითი სამუშაოები; რეაბილიტირდება ხიდ-ბოგირი; მოეწყობა ცხაური; ლეძაძამე-ლესაჯაიეში მოიხრეშება წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიასთან და სასაფლაოსთან მისასვლელი გზები, კეთილმოეწყობა სოფლის ამბულატორია და ლეძაძამე-ლესაჯაიეს ცენტრიის მიმდებარე ტერიტორია; ჩატარდება შიდა საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკების, მილხიდისა და სანიაღვრე არხების ამოწმენდითი სამუშაოები.ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში - გახომელაში შემოკავდება სასაფლაოს ტერიტორია; ჯიხაში, გახომელაში და ლებაღათურიეში მოიხრეშება და მოშანდაკდება სასაფლაოებამდე მისასვლელი გზები; ლებაღათურიეში ასევე შემოკავდება სპორტული მოედანი; ძიგიდერში დამონტაჟდება გარე განათების სისტემა და მოეწყობა ხიდ-ბოგირი; ზემო ნოქალაქევში ჩატარდება შიდა საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები; ნაწილობრივ რეაბილიტირდება საბავშვო ბაღი.გეჯეთის ადმინისტაციულ ერთეულში - მოწესრიგდება საბავშვო ბაღის ეზო და აღიჭურვება საბავშვო ატრაქციონითა და სხვა საჭირო ინვენტარით; საჯღამაიოს და ჯიხირის უბნებში მოწესრიგდება სანიაღვრე არხები.სენაკის მუნიციპალიტეტის 14 ადმინისტრაციული ერთეულიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და საერთო კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით რვა ადმინისტრაციულ ერთეულში შერჩეულია. #სოფელიირჩევს #სოფელმაუკეთიცის #სოფლისმხარდაჭერა #სამეგრელო2019 #სენაკი2019

Facebook

2019-01-24 - ენერგო პრო ჯორჯია

გაცნობებთ, რომ გეგმიურ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 25 იანვარს, დღის პირველი საათიდან დღის სამ საათამდე, ,,ქალაქი-2-ის" ქვესადგურიდან გამავალი ელექტროხაზები გაითიშება.

 

 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31