სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 23
810
1318
2026
2729 

2019-01-19 - მერიის სადღესასწაულო ნობათი

ნათლისღების დღესასწაულზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან, მერის მოადგილესთან კახაბერ კუპრეიშვილთან, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 46 მრავალშვილიან ოჯახს, 100 წელს გადაცილებულ სამ ხანდაზმულს და დედ-მამით ობოლ სამ მოზარდს ტკბილეული და სხვადასხვა სახის პროდუქტი გადასცა. მუნიციპალიტეტის მერი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად რამდენიმე მათგანს პირადად ესტუმრა, ნათლისღების დღესასწაული მიულოცა და სადღესასწაულო ნობათით გაახარა. ,,სრულიად საქართველოს და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ვულოცავ ნათლისღების დღესასწაულს. მირონცხების მადლი ჰფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ხალხს. ჩვენ ვცდილობთ, რომ სადღესასწაულო დღეები განსაკუთრებულად მივულოცოთ ისეთ ოჯახებს, რომელთა სოციალური მდგომარეობაც ხელისუფლების გამორჩეულ ყურადღებას საჭიროებს. ჩვენი დახმარება მცირედია, მაგრამ გვინდა ვაგრძნობინოთ ამ ადამიანებს, რომ ისინი მარტონი არ დგანან საკუთარი პრობლემების წინაშე. შევეცადეთ ეს დღე მათთვის ოდნავ მაინც გაგვეხალისებინა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ნათლისღებას და ვისურვებ, რომ ჩვენს ქვეყანაში აღარ ყოფილიყვნენ სოციალურად დაუცველი ოჯახები, დედ-მამით ობოლი პატარები, მარტოხელა მოხუცები.“ - აღნიშნა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31