სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 23
810
1318
2026
2729 

2019-01-17 - სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი თბილისში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

,,შეძრწუნებული ვარ თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ოთხი ადამიანის, მათ შორის, ოთხი წლის პატარა ანგელოზის სიცოცხლე შეეწირა.

ეს არის თითოეული ჩვენგანის ტკივილი.

მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. დაშავებულებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.”

Facebook

2019-01-17 - მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე გვიან ღამით სახელმწიფო დროშა დაეშვა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე გვიან ღამით სახელმწიფო დროშა დაეშვა.

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

შესაბამის განკარგულებას მთავრობის მეთაურმა ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა.

განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

საქართველო და მათ შორის ჩვენი ქალაქი დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაღუპულებს გლოვობს.

მათი ხსოვნის პატივსაცემად, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე გვიან ღამით სახელმწიფო დროშა დაეშვა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31