სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 23
810
1318
2026
2729 

2019-01-14 - მერის მილოცვა

14 იანვარი - ძველით ახალი წელი და კალანდობის ულამაზესი დღესასწაულია.

გილოცავთ კალანდას.

2019 წელს ჩვენი ქვეყნისთვის ბედნიერება, სიუხვე, სიხარული, ძეთა და ასულთა სიმრავლე, ეკონომიკური აღმავლობა და წინსვლა მოეტანოს.
დღეს ასევე ქართული თეატრის დღეა. ვულოცავ თეატრალურ საზოგადოებას და საინტერესო საქმიანობას ვუსურვებ.

ქართული თეატრის უნიკალურობა მის 169 წლიან ისტორიაში იკვეთება. ამ ხნის განმავლობაში თეატრმა ქართველი ხალხის გაერთიანების, ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებისა და შენარჩუნების საქმეში განსაკუთრებული როლი შეასრულა.

სიამაყით მავსებს, რომ ჩვენს ქალაქს გენიალური აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრი ამშვენებს, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მუნიციპალიტეტის თეატრალური ცხოვრების განვითარებაში.

2019 წლიდან სენაკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე განახლებული უნიკალური თეატრის შენობით და მრავალფეროვანი სპექტაკლებით გააგრძელებს თეატრალური ცხოვრების მდიდარ ტრადიციას.

კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს და გისურვებთ ქართული თეატრალური ხელოვნების ახალ, განვითარების უფრო მაღალ საფეხურს.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი

 

Facebook

2019-01-14 - საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს გილოცავთ!

დღეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დღესასწაულია - საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე. ეს დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა სახელმწიფო დაწესებულების და წარმომადგენლობის შენობაზე სახელმწიფო დროშა აღიმართა. დღესასწაულს სენაკის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე საზეიმოდ აღიმართა ჩვენი ეროვნული და სახელმწიფოებრივი სიმბოლო - საქართველოს დროშა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31