სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 23
810
1318
20242526
2728293031 

2019-01-09 - მიუზიკლი ,,შობის ღამე ტყეში“

ტრადიციულად, ყოველი წლის 9 იანვარს, წმ. ალექსი შუშანიას სახელობის სენაკის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია (დირექტორი - ნინო ჯანჯღავა), მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს სანახაობრივად და შინაარსობრივად დატვირთული სპექტაკლებით აღნიშნავს. ამჯერად ქრისტეშობა და მეათე საიუბილეო წარმოდგენა ყველა თაობისთვის საყვარელი მიუზიკლით ,,შობის ღამე ტყეში“ (ვაჟა ფშაველას ,,ჩხიკვთა ქორწილის მიხედვით) აღინიშნა. სკოლა -გიმნაზიის ქართული გალობისა და ფოლკლორის გუნდმა (ხელმძღვანელი დიმიტრი კაკულია) და ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლის მოცეკვავეებმა (ქორეოგრაფი ვალერი დემურია) მიუზიკლის მთავარ პერსონაჟებთან ერთად მაღალი საშემსრულებლო ოსტატობით და არტისტიზმით გააცოცხლეს საყვარელი გმირები: ლუკა ნაკაშიამ - არწივის, გიგი გუგუნავამ -ბუს, დუტა ჩიქობავამ - ძია თომას, ზურაბ წულეისკირმა - ზაქარას, ელენე ნაკაშიამ - ქეთევანის, გიორგი იოსავამ -ყვავის, სერგი გოროზიამ - წრუწუნას როლები შეასრულეს და სახასიათო სახეები შექმნეს. მიუზიკლის რეჟისურა და სცენარი მზია ჩემიას ეკუთვნის, არანჟირება და მუსიკალური გაფორმება - შორენა გრიგოლიას. სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების მონაწილეობით გამართულ სპექტაკლს სენაკის მუნიცპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, სასულიერო პირები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მიუზიკლის დასრულების შემდეგ, დეკანოზმა ავგუსტინე დუნდუამ და წმ. ალექსი შუშანიას სახელობის სენაკის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა ნინო ჯანჯღავამ მადლობა გადაუხადეს ღონისძიების ორგანიზატორებს, მონაწილეებს, სტუმრებს და მათ ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცეს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31