სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 23
810
1318
2026
2729 

2019-01-07 - მაცხოვრის შობის დღესასწაული სენაკში

7 იანვარს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. საზეიმო ლიტურგია ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ყველა ეკლესია-მონასტერში მიმდინარეობს. ამ წუთებში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, დეკანოზ ავგუსტინე დუნდუას მიერ აღევლინება სადღესასწაულო მსახურება, რომელსაც მრევლთან ერთად სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი ესწრებიან. მაცხოვრის შობა არის განწმენდის, ხსნისა და განახლების სიმბოლო და ახალი, ნათელი ცხოვრების საწყისი. ღმერთმა მოგვფინოს ქრისტეს შობით გამოწვეული საუკუნო სიხარული და ღმერთმა ჰქნას, რომ ჩვენს გულებშიც შობილიყოს კაცობრიობის მაცხოვარი თავისი ნათლითა და მადლით! მაცხოვრის შობას გილოცავთ!

Facebook

2019-01-07 - საშობაო ალილო და შობის მახარობლები ქალაქის ქუჩებში

ქრისტეშობის სადღესასწაულო მსახურება ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ეკლესიებსა და მონასტრებში; შობის ღამეს, ყველა სარკმელთან დანთებული სანთელი - მაცხოვრის დაბადების სიმბოლო; საშობაო ალილო - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევაა და მისი მეოხებით აღდგენილი ტრადიცია. დღეს შობის მახარობლებმა მოსახლეობას ქრისტეშობა ქალაქის ქუჩებში გალობით ახარეს. საშობაო ალილოს მსვლელობის მონაწილეები დეკანოზმა ავგუსტინე დუნდუამ დალოცა. უამინდობის მიუხედავად, მსვლელობა, საწინამძღვრო ჯვრებით, შობის ხატის და დროშების თანხლებით, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და სენაკის ცენტრალური ქუჩების გავლით, სახვითი ხელოვნების გალერეასთან დასრულდა. ,,ალილოს’’ მრევლთან ერთად მსვლელობაში მონაწილეობა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის და მერიას დაქვემდებარებული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს. საშობაო ალილოზე შეგროვებული ნობათი მზრუნველობამოკლებულ მოხუცებს, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცემათ.

Facebook

2019-01-07 - საშობაო ნობათი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის პერსონალს

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა მოადგილესთან კახაბერ კუპრეიშვილთან ერთად შპს ,,სენაკის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის“ პერსონალს ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და საშობაო ნობათი გადასცა. „მინდა, პატივისცემა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ წუთებშიც ქვეყნის სამსახურში, მოსახლეობის ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგანან. მაცხოვრის შობა არის სიყვარულის, სიახლისა და სიკეთის სიმბოლო. გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ბედნიერებას, წარმატებებს და სიმშვიდეს გისურვებთ.“ - აღნიშნა ლევან კუპრეიშვილმა.

Facebook

2019-01-07 - საშობაო საჩუქრები შსს სენაკის რაიონულ სამმართველოს

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა და მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა მაცხოვრის შობა შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს უფროსს ლევან მიშველიას და მოსახლეობის უსაფრთხოების დამცველ პოლიციელებს მიულოცეს და საშობაო საჩუქრები გადასცეს. ,,რთული და საპასუხისმგებლო, მაგრამ საამაყოა პოლიციელის როლი. ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად გიწევთ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნავთ. მინდა მადლობა გითხრათ ქვეყნის და ხალხის სამსახურში დგომისთვის.“ - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31