2019-01-06 - ,,პრეზიდენტის ნაძვის ხე''

5 იანვარს, ქ. ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე გამართულ ღონისძიებას ,,პრეზიდენტის ნაძვის ხე“, სადაც პატარებს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უმასპინძლა, სენაკის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. ღონისძიების ფარგლებში, ჩატარდა სხვადასხვა კულტურული აქტივობები, მოეწყო საშობაო ბაზრობა, სადაც რეგიონის მეწარმეებმა წარმოადგინეს საახალწლო და საშობაო სუვენირები, აქსესუარები, საკონდიტრო ნაწარმი, სასურსათო პროდუქცია. სენაკის მუნიციპალიტეტის სამეწარმეო კუთხე მრავალფეროვნებითა და გემოვნებიანი ნამუშევრებით გამოირჩეოდა.
Facebook