2019-01-04 - მუნიციპალიტეტის მერის მილოცვა

4 იანვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის დაბადების დღეა. უფლის დიდი წყალობაა მისი მწყემსმთავრობა ჩვენთვის. უწმინდესის მამობრივი მზრუნველობით აღორძინდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, განმტკიცდა სულიერება ქვეყანაში. მის ღვთაებრივ სიბრძნეს მიჰყვება ერი და ბერი. მისი სიცოცხლე ჩვენ გვჭირდება უპირველესად.
თქვენო უწმინდესობავ, დიდი მოწიწებითა და სიყვარულით გილოცავთ იუბილეს, ჯანის სიმრთელეს, მხნეობას და დღეგრძელობას გისურვებთ მამულის საიმედოდ!
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი
Facebook