სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
38
912
161821
 

2018-12-31 - ერთად შევხვდეთ შობა-ახალ წელს

რამდენიმე საათი გვაშორებს ახალი წლის ჯადოსნური ღამის დადგომამდე, გრანდიოზულ საახალწლო შოუმდე.

🎵22:00 საათზე, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ერთად შევხვდეთ შობა-ახალ წელს, ჩავუთქვათ სურვილები, ავიხდინოთ ოცნებები, შევიქმნათ ამაღლებული განწყობილება ჯგუფ ,,ეგართან“, გიორგი პავლიაშვილთან (მასტერი), მარიამ ხუცურაულთან, ბესიკ ნემსაძესთან, მსახიობ სოფო მეძმარიაშვილთან და სენაკელ შემოქმედებით ჯგუფებთან ერთად.

🎊მრავალ ახალ წელს!

 

 

Facebook

2018-12-31 - საახალწლო ფესტივალი ზუგდიდიში

სამეგრელო - ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივითა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით, ქ. ზუგდიდში, სკეიტპარკის ტერიტორიაზე გაიმართა საახალწლო ფესტივალი, რომელსაც ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი ჯიქია, გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, სამხარეო ადმინისტრაციის და რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სამეწარმეო მარკეტი, სადაც რეგიონის მეწარმეებმა წარმოადგინეს საახალწლო სუვენირები და აქსესუარები, საკონდიტრო ნაწარმი, სასურსათო პროდუქცია, ალკოჰოლური სასმელები. გამორჩეული მრავალფეროვნებით იყო წარმოდგენილი სენაკის მუნიციპალიტეტის სამეწარმეო კუთხე. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კულტურული ღონისძიებები, რომელშიც რეგიონის მასშტაბით მუნიციპალიტეტების შემოქმედებითი კოლექტივები ღებულობდნენ მონაწილეობას. განსაკუთრებული მოწონება ხვდა წილად სენაკის მუნიციპალიტეტიდან ,,კოლხური ტრიოს’’, ფოლკლორული ჯგუფისა და ინდივიდუალური შემსრულებლების გამოსვლებს. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: რეგიონის მუნიციპალიტეტები , USAID პროექტი ზრდა საქართველოში; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და Association Agricultural development.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31