სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
38
912
161821
 

2018-12-29 - საახალწლო კონცერტი მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში

ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრმა“ (ცენტრის დირექტორი ლევან უჩანეიშვილი) მიმდინარე ნაყოფიერი და წარმატებული წელი საახალწლო გალა კონცერტით დააასრულა. საახალწლო განწყობის შექმნაზე იზრუნეს ცენტრთან არსებული ახალგაზრდული თეატრის ,,ფიროსმანი“ დასმა, ქორეოგრაფიულმა, ფოლკლორულმა და საესტრადო ჯგუფებმა. ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გალა-კონცერტის დასრულების შემდეგ, დღესასწაულის მონაწილეებმა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სკვერში გადაინაცვლეს, სადაც საზეიმო განწყობილების შესაქმნელად სადღესასწაულო აქსესუარები და ილუმინაციები დამონტაჟდა, საგანგებოდ მოირთო ახალი წლის განუყოფელი აქსესუარი - ჩიჩილაკი. საღამო ფოიერვერკით დასრულდა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31