სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
38
912
161821
 

2018-12-28 - საახალწლო ნობათი დევნილებსა და კვების ცენტრის ბენეფიციარებისთვის

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია წინასაახალწლო დღეებში, სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში, დევნილ ბავშვებსა და მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრის ბენეფიციარებს საახალწლო ნობათით ასაჩუქრებს. დღეს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ნატალია ხუბუა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ეწვივნენ თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის მე-7 საჯარო სკოლას, დევნილთა საბავშვო ბაღს ,,ოცნება’’ და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ ჩასახლებებს. მათ სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში, საახალწლო ნობათი გადასცეს აფხაზეთიდან დევნილთა ოჯახების 500 მოზარდს. დღეს, სენაკის მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრის 154 ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტის მერიისგან საჩუქრად სასურსათო პაკეტები მიიღო. საშობაოდ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, მრავალშვილიან ოჯახებს, 100 წელგადაცილებულ მოქალაქეებს და დედ-მამით ობოლ ბავშვებს საშობაო ნობათით დაასაჩუქრებს.

Facebook

2018-12-28 - იუსტიციის მინისტრმა სენაკში 22-ე იუსტიციის სახლი გახსნა

დღეს, სენაკში, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რიგით 22-ე იუსტიციის სახლი გახსნა. გახსნის ცერემონიალს საქართველოს პარლამენტის წევრი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია, საქართველოს პარლამენტის წევრი ოთარ დანელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი ჯიქია, გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, იუსტიციის სამინისტროს, სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი და ეს ღირშესანიშნავი მოვლენა მიულოცა, რომლის შემდეგაც მინისტრმა სენაკის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი ბერაიასთან ერთად ლენტი საზეიმოდ გაჭრა. რეგიონში რიგით მეოთხე - სენაკის იუსტიციის სახლის სახით ქალაქს ინდივიდუალური სტილით ერთ-ერთი გამორჩეული ნაგებობა შეემატა. სენაკში იუსტიციის სახლი არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანის პროექტით აშენდა და ის 531 კვადრატული მეტრია. იგი არქიტექტურულად და ფუნქციურად დაამშვენებს და გააფართოვებს ქალაქის არეალს. სენაკში სამოქალაქო და საჯარო რეესტრის სამსახურები ერთ სივრცეში მოექცევა. სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის ერთ სივრცეში მიღება იქნება შესაძლებელი. სენაკის მცხოვრებლებს იუსტიციის სახლთან ერთად, ქორწინებისათვის სპეციალურად მოწყობილი სივრცეც ექნებათ. ამ დრომდე სენაკის მუნიციპალიტეტში ქორწინების საზეიმო სივრცე არ არსებობდა. დღეიდან ნებისმიერ წყვილს აქვს საშუალება, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს. დღეიდან სენაკელებს საშუალება მიეცემათ ,,ერთი ფანჯრის პრინციპით’’ ისარგებლონ სახელმწიფო სერვისებით, რომლის კონცეფცია სწრაფი და ეფექტური მომსახურების მიწოდებას წარმოადგენს. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართა შოუ-კონცერტი სალომე კორკოტაშვილისა და მისი ბენდის მონაწილეობით. საღამო ფოიერკვერკით დასრულდა.

Facebook

2018-12-28 - ტრადიციული საახალწლო კარნავალი მეორე საჯარო სკოლაში

ტრადიციული საახალწლო კარნავალით აღინიშნა დამდეგი 2019 წელი ჟიული შარტავას სახელობის სენაკის მე-2 საჯარო სკოლაში. სახალისო საახალწლო კონცერტზე სასიამოვნო ჰანგებს ცეცხლოვანი ცეკვები ენაცვლებოდა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია, მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31