სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
38
912
161821
 

2018-12-27 - საახალწლო აქტივობები მუნიციპალიტეტის საბავშვო და ბაგა-ბაღებში

სენაკის მეექვსე ბაგა ბაღში (გამგე ნინო კორშია) გამართული შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიების შემდეგ სტუმრებს, მშობლებსა და თანატოლებს პირველი ბაგა-ბაღის (გამგე თამარ გეგენავა) აღსაზრდელებმა უმასპინძლეს. საახალწლო ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამისი სექტორის წარმომადგენლები ეწვივნენ. პატარა აღსაზრდელებმა საახალწლო კომპოზიცია წარმოადგინეს და სახალისო გარემო შექმნეს. მუნიციპალიტეტის მერმა მშობლიური ბაგა-ბაღის აღსაზრდელებსა და პედაგოგებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და მათ წინსვლა და წარმატებები უსურვა. საახალწლო აქტივობები მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო და ბაგა-ბაღში იმართება. წელს, სკოლამდელი ასაკის 1 400 აღსაზრდელი, მერიისგან საჩუქრად საახალწლო ნობათს მიიღებს.

Facebook

2018-12-27 - კოკა-კოლას საახალწლო ქარავანი სენაკს ეწვევა

ახალი წელი კოკა-კოლას ქარავნის - კაშკაშა, მუსიკალური და მხიარული სატვირთო მანქანების გარეშე წარმოუდგენელია. 28 დეკემბერს, 21:00 საათზე კოკა-კოლას საახალწლო ქარავანი სენაკს ეწვევა და ქალაქში საზეიმო განწყობას შექმნის.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31