სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
38
912
161821
 

2018-12-26 - მერის 2018 წლის ანგარიშის პრეზენტაცია

,,ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი ღირებულება ადამიანია. ჩვენთვის პრიორიტეტულია საზოგადოებიდან წამოსული ინიციატივები. დღეს ხალხს აქვს შესაძლებლობა აკონტროლოს და შეაფასოს ხელისუფლების საქმიანობა. ჩვენ ღიად ვსაუბრობთ არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე.” - ამ სიტყვებით დაიწყო დღეს, სასტუმრო ,,ვერსალში’’, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ლევან კუპრეიშვილის 2018 წლის ანგარიშის პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წევრები, მერიას დაქვემდებარებული ორგანიზაციების, სტრუქტურული ერთეულებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. მუნიციპალიტეტის მერმა იმ რეფორმებზე და პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მისი უშუალო ინიციატივით განხორციელდა. მან დეტალურად ისაუბრა მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებზე, ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროგრამებზე, სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტებზე, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან არაერთ საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ პროგრამებზე, რომლებიც საზოგადოების აქტიური ჩართულობით და გამჭვირვალედ მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერმა ხაზი გაუსვა საქართველოს პარლამენტის წევრის, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ბერაიას წვლილს მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ. მადლიერება გამოხატა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის კახაბერ რუსიას მიმართ საფეხბურთო კლუბ ,,ეგრისის“ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. მერმა თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა მოსახლეობას, საკრებულოს დეპუტატებს, მერიის სამსახურებისა და მერიას დაქვემდებარებული ორგანიზაციებისა და სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებს. ლევან კუპრეიშვილმა აღნიშნა, რომ საზოგადოებისა და თვითმმართველობის ერთობლივი საქმიანობის კურსი, რომელსაც ამჟამინდელი ხელისუფლების მოსვლიდან ჩაეყარა საფუძველი, შეუქცევადია და თანმიმდევრულად მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის ყოველმხრივ განვითარებას უზრუნველყოფს. წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა, რომელთა დასაძლევად ერთსულოვნად მიღებული გადაწყვეტილებებია საჭირო. სწორედ ამ გამოწვევებზეა ორიენტირებული სენაკის მუნიციპალიტეტი 2019 წელს.

Facebook

2018-12-26 - ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ქალაქ სენაკში წინასაახალწლო სამზადისი დასრულებულია. საზეიმო განწყობილების შესაქმნელად, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, სადღესასწაულო აქსესუარები და ილუმინაციები დამონტაჟდა. განახლებული დიზაინით მოირთო მთავარი საახალწლო ნაძვის ხე, რომელიც დღეს საღამოს, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, საზეიმოდ აინთო. საახალწლო კვირეული 31 დეკემბრის საღამოს, ცენტრალურ მოედანზე, ორიგინალური შოუ-კონცერტითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დაგვირგვინდება.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31