სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
38
912
161821
 

2018-12-25 - მუნიციპალიტეტის მერის მილოცვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს დიდი მოწიწებითა და სიყვარულით ვულოცავ აღსაყდრების 41-ე წლისთავს.

განუზომელია უწმინდესის ღვაწლი საქართველოს ეკლესიის ისტორიაში, იგი მინავლებულ რწმენას მტკიცე საყრდენად მოევლინა, მამობრივი სიყვარულით და ღვთაებრივი სიბრძნით განამტკიცა სულიერება ერსა და ბერში.

უწმინდესო, ბედნიერი ვართ, რომ თქვენი თავი მოგვემადლა მწყემსმთავრად. მრავალჟამიერ თქვენი სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის და ეკლესიის სასიკეთოდ!

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი

 

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31