სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
38
912
161821
 

2018-12-24 - მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

რეაბილიტირებული  და თანამედროვე სტანდარტების მქონე სენაკის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები, რომელსაც  სს ,,არქოპოლისი“ ასრულებდა, უმოკლეს ვადებში განხორციელდა.

სამუშაოების მიმდინარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ.

რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.

,,გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და კვლავაც აქტიურად გაგრძელდება. საგზაო ინფრასტრუქტურა  ეტაპობრივად მოწესრიგდება ქალაქის  ყველა ქუჩაზე და ჩვენს მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება კეთილმოწყობილი გზებით ისარგებლოს.“ – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა.

Facebook

2018-12-24 - საბავშვო და ბაგა ბაღებში საახალწლო ღონისძიებები დაიწყო

დღესასწაული, რომელიც პატარებს განსაკუთრებულად ახალისებს, ახალი წელია. დღეს ა(ა)ი.პ. სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების მეორე ბაგა-ბაღში ( გამგე - ქეთევან ბერაია) საახალწლო განწყობა სუფევდა. სანტა კლაუსისა და ფიფქიას სამოსით მორთულმა პატარა აღსაზრდელებმა ბაბილინასთან და საყვარელ პედაგოგებთან ერთად საახალწლო კომპოზიცია წარმოადგინეს და სხვადასხვა ზღაპრის გმირები განასახიერეს. ბაბილანას როლი შესანიშნავად მოირგო და იტვირთა მუსიკის მასწავლებელმა ეკა სიჭინავამ. საახალწლო კარნავალს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დღესასწაულის მონაწილე ყველა აღსაზრდელს თოვლის ბაბუამ, რომელიც ქორეოგრაფმა გიორგი კორშიამ განასახიერა, პატარებს საჩუქრები გადასცა. დღეიდან, სენაკის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო და ბაგა-ბაღში, საახალწლო ღონისძიებები გაიმართა და 1 400 აღსაზრდელი მიიღებს მერიის საჩუქარს - საახალწლო ნობათს.

Facebook

2018-12-24 - საახალწლო კვირეული დაიწყო

სენაკის მუნიციპალიტეტში წინასაახალწლო განწობილება სუფევს. დღეს, ა(ა).ი.პ. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში“, საახალწლო კვირეული ცენტრის საესტრადო განყოფილების მოსწავლეების შოუ-კონცერტით ,,ფიფქები მღერიან“ გაიხსნა. საახალწლო ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოდგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. მონაწილენი მსმენელის წინაშე მრავალფეროვანი და საინტერესო რეპერტუარით წარსდგნენ. 25 დეკემბერს, კვირეულის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრი მაყურებელს ახალგაზრდული თეატრის ,,ფიროსმანი“ სპექტაკლით ,,კუჩხიბედინერი“ უმასპინძლებს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31